გაცნობითი ხასიათის შეხვედრა ბათუმში სომხეთის რესპუბლიკის გენერალურ კონსულთან
08.06.2026
აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარემ, გიორგი რომანაძემ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა ბათუმში სომხეთის რესპუბლიკის გენერალურ კონსულთან, ნარინე მათოსიანთან.
გიორგი რომანაძემ დიპლომატს ახალ პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და ორგანიზაციის სტრუქტურასა და საქმიანობაზე მიაწოდა ინფორმაცია.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ქვეყნებს შორის სავაჭრო, ტურისტული და ლოჯისტიკური მიმართულებებით თანამშრომლობის გაღრმავების დიდ პოტენციალზე, აჭარისა და სომხეთის ბიზნეს წრეებს შორის პარტნიორობის განვითარებისა და სომხური წარმოების პოპულარიზაციის მნიშვნელობაზე.
შეხვედრის დასასრულს, ორივე მხარემ მზაობა გამოთქვა მჭიდრო და ნაყოფიერი პარტნიორობისთვის, რაც ახალ იმპულსს მისცემს ორმხრივ ეკონომიკურ ურთიერთობებს.





