BSB-LOGINET-ის ტრენინგის მონაწილეები ლოგისტიკურ და საწარმოო პროცესებს ადგილზე გაეცნენ
29.10.2026
დღეს BSB-LOGINET-ის პროექტის ფარგლებში მიმდინარე ტრენინგის მონაწილეები ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალსა და კომპანია «ნოვა»-ში იმყოფებოდნენ. პრაქტიკული სწავლების ნაწილში მათთან ერთად მონაწილეობდნენ ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტისა და აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლები.
ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალში მონაწილეებმა ლოგისტიკური სამუშაო პროცესები ადგილზე ნახეს, ხოლო კომპანია „ნოვა“-ში საწარმოო და სასაწყობე სივრცეები დაათვალიერეს და გაეცნენ, როგორ არის ორგანიზებული მათი ყოველდღიური საქმიანობა
ამ შეხვედრებმა მონაწილეებს შესაძლებლობა მისცა, ტრენინგებზე მიღებული ცოდნა რეალურ სამუშაო გარემოსთან დაეკავშირებინათ და უკეთ დაენახათ, როგორ მუშაობს ლოგისტიკის, წარმოებისა და სასაწყობე საქმიანობის სხვადასხვა მიმართულება.
შესაძლებლობების განვითარების ტრენინგები ხორციელდება BSB-LOGINET - Сеть устойчивой логистики и сотрудничества Черноморского бассейна პროექტის ფარგლებში, ევროკავშირის თანადაფინანსებით, Interreg NEXT შავი ზღვის აუზის პროგრამის მეშვეობით






