სიახლეები

აზერბაიჯანის რესპუბლიკის კონსულის ვიზიტი პალატაში

17.12.2025

აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარემ გიორგი რომანაძემ  აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურ კონსულს ფუად აზიზოვს,  საკონსულოს წარმომადგენელს ნაჰბუბა ნამაზოვას და სოკარის რეგიონალურ მენეჯერს საფარ ალიზადას უმასპინძლა. შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნა ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების მიმდინარე საკითხები და 2026 წლისთვის დაგეგმილი პრიორიტეტული მიმართულებები.

 

მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე, ბიზნესკავშირების გაძლიერებაზე და ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობებზე.

 

შეხვედრა ხელს შეუწყობს საქართველოსა და აზერბაიჯანის ბიზნესსექტორებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას და პარტნიორული ურთიერთობების განვითარებას.ურთიერთობების განვითარებას.