სიახლეები

არდეშენის სავაჭრო პალატის დელეგაციის ვიზიტი

14.11.2025

აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატას ეწვივნენ არდეშენის სავაჭრო პალატის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ისმაილ ქუიუმჯუ და საბჭოს წევრები.

შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.

მხარეებმა განიხილეს აჭარის საინვესტიციო გარემო, მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციები და თანამშრომლობის შესაძლო მიმართულებები.

პალატა აგრძელებს აქტიურ მუშაობას საერთაშორისო პარტნიორობის გაძლიერებისა და რეგიონში ახალი შესაძლებლობების შექმნისთვის.