სიახლეები

ახალგაზრდებისთვის უფასო ტრენინგები ლოგისტიკისა და ოპერაციების მართვის მიმართულებით

17.08.2026

ახალგაზრდებისთვის უფასო ტრენინგები ლოგისტიკისა და ოპერაციების მართვის მიმართულებით

გაინტერესებს ლოგისტიკის სფერო, ბიზნესის მართვა და თანამედროვე სამუშაო გარემოში საჭირო პრაქტიკული უნარების განვითარება?

აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატა, BSB-LOGINET პროექტის ფარგლებში, აჭარაში ახალგაზრდებისთვის ორ პროფესიულ ტრენინგ-კურსს ახორციელებს:

  • „ოპერაციების მართვა მოქმედებაში“ კურსი მოიცავს:
    • ოპერაციების მენეჯმენტის ძირითად პრინციპებს;
    • ბიზნესპროცესებისა და ღირებულების ჯაჭვის მართვას;
    • მოთხოვნის პროგნოზირებასა და მარაგების მართვას;
    • პროექტების დაგეგმვასა და რესურსების მართვას;
    • შესყიდვებისა და ხარისხის მართვას;
    • ტექნოლოგიებს, ავტომატიზაციასა და კარიერულ შესაძლებლობებს ოპერაციების მენეჯმენტში.

    კურსი დაგეხმარება როგორც დასაქმებისთვის საჭირო პრაქტიკული ცოდნის განვითარებაში, ისე საკუთარი ბიზნესიდეის ოპერაციული მოდელის ჩამოყალიბებაში.

  • „ლოგისტიკური მარაგები და ტერმინალებისა და საწყობების მართვა“ კურსი მოიცავს:
    • ლოგისტიკური მარაგების მართვას;
    • საწყობის დაგეგმვასა და ორგანიზებას;
    • მარაგების პროგნოზირებასა და ოპტიმიზაციას;
    • საწყობისა და ტერმინალების თანამედროვე ტექნოლოგიებს;
    • WMS/TMS საინფორმაციო სისტემებს;
    • ტერმინალის ინფრასტრუქტურასა და ტვირთბრუნვის ორგანიზებას;
    • საბაჟო პროცედურებსა და დოკუმენტაციას;
    • საქართველოს, მათ შორის აჭარის, ლოგისტიკურ და სატრანზიტო პოტენციალს.

    ტრენინგების შესახებ

    • მონაწილეობა უფასოა
    • თითოეული კურსის ხანგრძლივობა: 72 საათი
    • ხანგრძლივობა: 8 კვირა
    • სწავლა: კვირაში 3 დღე, დღეში 3 საათი
    • თითოეულ კურსზე შეირჩევა 15 მონაწილე
    • მონაწილეთა შერჩევა განხორციელდება განაცხადისა და გასაუბრების საფუძველზე
    • პრიორიტეტი მიენიჭებათ მოტივირებულ ახალგაზრდებს, რომლებსაც სურთ ლოგისტიკის, ოპერაციების მართვისა და ბიზნესის მიმართულებით ცოდნისა და კარიერული შესაძლებლობების განვითარება.

    სამიზნე ჯგუფი: 18–35 წლის ახალგაზრდები, მათ შორის სტუდენტები, სამუშაოს მაძიებლები და დამწყები მეწარმეები.

    ტრენინგები ჩატარდება ქართულ ენაზე და მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ სწავლებას, ჯგუფურ მუშაობას, ქეისების განხილვასა და პრაქტიკულ დავალებებს. თუ გსურს მიიღო თანამედროვე ლოგისტიკისა და ოპერაციების მართვის სფეროში პრაქტიკული ცოდნა და გაიჩინო ახალი პროფესიული შესაძლებლობები — შეავსე სარეგისტრაციო ფორმა.

    რეგისტრაციის ბმული: https://forms.gle/fF7sJyB9gpJ3Yevr5

    რეგისტრაციის ბოლო ვადა: 23 აგვისტო, 2026 წელი

    ???? ტრენინგების ჩატარების ადგილი: ბათუმი

    დამატებითი ინფორმაცია: +995 577902270  info@acci.ge

    ტრენინგები ხორციელდება BSB-LOGINET პროექტის ფარგლებში.