აიდინის აღმასრულებელთა, ინდუსტრიალისტთა და ბიზნეს ლიდერთა ასოციაციის (AY-SİAD) დელეგაციის ვიზიტი პალატაში
17.04.2026
აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში შეხვედრა გაიმართა თურქეთის ეგეოსის რეგიონის ბიზნეს გაერთიანების — აიდინის აღმასრულებელთა, ინდუსტრიალისტთა და ბიზნეს ლიდერთა ასოციაციის (АЙ-СИДАД) წარმომადგენლებთან. დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ ასოციაციის პრეზიდენტი ფირათ ბარიშიქი, მმართველთა საბჭოს წევრები და ბიზნეს სექტორის წამომადგენლები.
ვიზიტის მთავარ მიზანს აჭარისა და აიდინის რეგიონებს შორის ეკონომიკური კავშირების გაღრმავება და ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვა წარმოადგენდა.
თურქულ დელეგაციას აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნინო დოლიძე და პალატის თავმჯდომარის მოადგილე ჯუმბერ ტუღუში შეხვდნენ.
მხარეებმა მიმოიხილეს ორგანიზაციების საქმიანობის პრიორიტეტები და წევრი კომპანიების პროფილები. დისკუსია შეეხო ისეთ სტრატეგიულ სფეროებს, როგორიცაა ტურიზმი, ვაჭრობა, წარმოება და მომსახურების სექტორი. შეხვედრაზე დაიგეგმა კონკრეტული აქტივობები, მათ შორის B2B ფორმატის შეხვედრების ორგანიზება და ბიზნესდელეგაციების ურთიერთგაცვლა.
შეხვედრის დასასრულს, ორივე მხარემ გამოხატა მზადყოფნა აქტიური მხარდაჭერა აღმოუჩინონ აჭარისა და აიდინის ბიზნეს წრეებს შორის პირდაპირი კომუნიკაციის დამყარებას.


