აჭარისა და პოლტავის სავაჭრო-სამრეწველო პალატებს შორის მემორანდუმი გაფორმდა
30.10.2025აჭარისა და პოლტავის სავაჭრო-სამრეწველო პალატებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარემ გიორგი რომანაძემ და პოლტავის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ვლადიმირ ბორისენკომ. მემორანდუმი ითვალისწინებს ორმხრივ თანამშრომლობას მეწარმეთა შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების, საინვესტიციო გარემოს ხელშეწყობის, ერთობლივი პროექტებისა და ინიციატივების განვითარებისთვის. პარტნიორობა მოიცავს ინფორმაციასა და გამოცდილების გაზიარებას, ბიზნეს-დელეგაციების გაცვლას, გამოფენებსა და ფორუმებში მონაწილეობას, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას, ასევე სამეწარმეო განათლებისა და ინოვაციების წახალისებას. აღნიშნული თანამშრომლობა ხელს შეუწყობს უკრაინასა და საქართველოს შორის ეკონომიკური და ბიზნესკავშირების გამყარებას და ორ რეგიონს შორის ახალი შესაძლებლობების შექმნას.


