სიახლეები

აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრი კომპანია შპს „ჯორჯიან ტრანს +“

13.02.2026

აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის  წევრი კომპანია შპს „ჯორჯიან ტრანს +“ წარმატებით ოპერირებს საერთაშორისო ბაზარზე და წარმოადგენს სანდო პარტნიორს საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვებისა და საბაჟო-საბროკერო მომსახურების სფეროში.

კომპანიის  სავაჭრო პალატაში გაწევრიანება  განაპირობა იმ სერვისებმა და შესაძლებლობებმა, რომლებსაც პალატა სთავაზობს ბიზნესს — მათ შორის ექსპერტული მომსახურება, წარმოშობის სერტიფიკატის გაცემა და საერთაშორისო საქმიანობის ხელშეწყობა. ამასთან ერთად, პალატასთან თანამშრომლობა ქმნის მნიშვნელოვან პლატფორმას ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის პირდაპირი და კომფორტული  კომუნიკაციისთვის.