სიახლეები

აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრი - ,,ექსპო ბათუმი“

10.11.2026

„ექსპო ბათუმი“ საერთაშორისო გამოფენებისა და ღონისძიებების ორგანიზატორი კომპანიაა, რომლის საქმიანობა ბიზნესებსა და ვიზიტორებს შორის კომუნიკაციის ხელშეწყობას, პროდუქციისა და მომსახურების წარდგენას და ახალი საქმიანი შესაძლებლობების შექმნას უკავშირდება.

კომპანიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანია გამოფენების არასეზონურ პერიოდში ორგანიზება და ახალი მიმართულებების განვითარება. სამომავლო გეგმებშია ავტოშოუს, სუვენირებისა და ავეჯის გამოფენების მოწყობა.

კომპანიის დამფუძნებელი საუბრობს „ექსპო ბათუმის“ საქმიანობაზე, სამომავლო გეგმებსა და აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის როლზე ბიზნესგარემოს განვითარებისა და კომპანიებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობაში.