სიახლეები

აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრი — შპს „სტარარჯი“

16.04.2026

აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრი — შპს „სტარარჯი“

შპს „სტარარჯი“ უკვე 15 წელია წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე და წარმოადგენს მერქან-ბურბუშელოვანი და მერქან-ბოჭკოვანი ლამინირებული ფილების უმსხვილეს მწარმოებელს საქართველოში.

კომპანია უკვე 10 წელია აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრია და აქტიურად სარგებლობს პალატის სერვისებით. ბიზნესშეხვედრები, საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაცია და სხვადასხვა ფორმატის ღონისძიებები მნიშვნელოვან როლს ასრულებს კომპანიის განვითარებაში.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ექსპორტის მიმართულებით მხარდაჭერა — წარმოშობის სერტიფიკატების გაცემის სერვისი ამარტივებს საერთაშორისო ვაჭრობას და პარტნიორებთან თანამშრომლობას უფრო ეფექტიანს ხდის.