სიახლეები

აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრი — შპს „სკოლა ევრო 2000“

04.03.2026

აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრი — შპს «სკოლა ევრო 2000»

შპს «სკოლა ევრო 2000» 1999 წლიდან წარმატებით ფუნქციონირებს და წარმოადგენს საგანმანათლებლო დაწესებულებას, სადაც სწავლა სამივე საფეხურზე ხორციელდება. 2012 წლიდან «სკოლა ევრო 2000» აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის აქტიური წევრია.

პალატასთან თანამშრომლობა წარმოადგენს განვითარების მნიშვნელოვან პლატფორმას, რომელიც ხელს უწყობს მართვის სტანდარტების გაუმჯობესებას, პროფესიული კომპეტენციების გაძლიერებასა და სტრატეგიულ ზრდას.

ტრენინგები, კონფერენციები, ბიზნესფორუმები და საკონსულტაციო მხარდაჭერა, მათ შორის საკანონმდებლო საკითხების, შრომითი უფლებების, გენდერული თანასწორობის, ბრენდინგისა და ქოუჩინგის მიმართულებით, სკოლას აძლევს შესაძლებლობას განაგრძოს მდგრადი და პროგრესული განვითარება.