აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლები ზაგრებში გამართულ საერთაშორისო სამიტს დაესწრნენ
03.06.2026
აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე გიორგი რომანაძე და თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნინო დოლიძე ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში იმყოფებიან, სადაც მონაწილეობენ პარტნიორ პალატათა კიევის კლუბის (Kyiv Club of Partner Chambers) 2026 წლის სამიტში.
სამიტს მასპინძლობს ზაგრების სავაჭრო-სამრეწველო პალატა და მასში მონაწილეობენ უკრაინის, ხორვატიის, საქართველოს, ლიტვის, გერმანიის, სლოვაკეთის, იტალიის, პოლონეთისა და სხვა ქვეყნების სავაჭრო-სამრეწველო პალატების წარმომადგენლები.
ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს საერთაშორისო ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების, ერთობლივი პროექტების განხორციელების, ბიზნესის მხარდაჭერისა და რეგიონებს შორის პარტნიორობის განვითარების საკითხები. ასევე დამტკიცდა ზაგრების სამიტის ერთობლივი რეზოლუცია, რომელიც მიზნად ისახავს წევრ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას.
სამიტის პროგრამა მოიცავს როგორც სამუშაო შეხვედრებსა და დისკუსიებს, ასევე ბიზნესკონტაქტების გაღრმავების მიზნით დაგეგმილ ქსელურ ღონისძიებებსა და კომპანიების ვიზიტებს.



