სიახლეები

აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პლატინის კატეგორიის წევრი — კომპანია „ნაზილბე“

11.02.2026

„ნაზილბე“ 2019 წლიდან წარმატებით ოპერირებს რითეილის სფეროში. კომპანია მუდმივად მუშაობს ხარისხის ზრდაზე, ქართული წარმოების განვითარებასა და ინოვაციური პროექტების განხორციელებაზე, რომლებიც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას.

 ამავე დროს, „ნაზილბე“ მიზნად ისახავს იყოს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე, საზოგადოების კეთილდღეობაზე ორიენტირებული კომპანია.

 როგორც აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრი, „ნაზილბე“ რეგულარულად მონაწილეობს პალატის მიერ ორგანიზებულ გამოფენებში, ვორქშოპებსა და პროფესიულ ტრენინგებში, რაც კიდევ უფრო აძლიერებს მის პოზიციებს ბაზარზე და პარტნიორულ ქსელში.