სიახლეები

აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატა აცხადებს ვაკანსიას კომუნიკაციის, მარკეტინგისა და მონიტორინგის სპეციალისტის პოზიციაზე!

04.03.2026

აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატა აცხადებს ვაკანსიას კომუნიკაციის, მარკეტინგისა და მონიტორინგის სპეციალისტის პოზიციაზე!

 

სამუშაო ადგილი: ბათუმი

დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი

 

პოზიციის მიზანი:

 

პალატის საკომუნიკაციო და მარკეტინგული აქტივობების ეფექტიანი დაგეგმვა და განხორციელება, შესრულების სისტემური მონიტორინგი და შედეგების ანალიზი.

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

 

მარკეტინგი და ციფრული კომუნიკაცია

- მარკეტინგული სტრატეგიის განხორციელება;

- სოციალური მედიის პლატფორმების მართვა;

- სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა და კოორდინაცია;

- კონტენტ-კალენდარის შედგენა და შესრულების კონტროლი;

- ვებგვერდის კონტენტის განახლების კოორდინაცია;

- საინფორმაციო მასალების მომზადება;

- ბრენდის ვიზუალური და ტექსტუალური სტანდარტების დაცვა.

 

მონიტორინგი და ანალიტიკა

- KPI ინდიკატორების განსაზღვრა და შესრულების კონტროლი;

- სოციალური მედიისა და ვებგვერდის სტატისტიკის ანალიზი;

- მარკეტინგული აქტივობების ეფექტიანობის შეფასება;

- ყოველთვიური და კვარტალური ანგარიშების მომზადება;

- მონაცემთა ბაზის მართვა და განახლება.

 

კოორდინაცია და ორგანიზება

- პალატის ღონისძიებების კომუნიკაციური მხარდაჭერა;

- პარტნიორებთან და კონტრაქტორებთან კოორდინაცია;

- შიდა სტრუქტურულ ერთეულებთან ინფორმაციის გაცვლა.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

- უმაღლესი განათლება (მარკეტინგი, ბიზნესი, კომუნიკაცია ან მონათესავე სფერო);

- სამუშაო გამოცდილება შესაბამის სფეროში;

- სოციალური მედიის მართვის პრაქტიკული გამოცდილება;

- საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office ან Google Workspace);

- ანალიტიკური აზროვნება და მონაცემებთან მუშაობის უნარი;

- ვებ-ანალიტიკისა და სოციალური მედიის ინსტრუმენტების ცოდნა.

პიროვნული უნარები:

- მაღალი ორგანიზებულობა;

- პასუხისმგებლობის გრძნობა;

- დროის ეფექტური მართვა;

- გუნდში მუშაობის უნარი;

- შედეგზე ორიენტირებულობა.

 

წარსადგენი დოკუმენტები:

- რეზიუმე (CV);

- განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;

- სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ დოკუმენტები ელ.ფოსტაზე: info@acci.ge

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 18 მარტი, 2026 წელი