138-ე კანტონის გამოფენა
28.10.2025
სამხრეთ ჩინეთის გუანდუნის პროვინციის დედაქალაქ გუანჯოუში, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ სავაჭრო ღონისძიებაში — 138-ე კანტონის გამოფენაში, აჭარის სავაჭრო პალატის თავმჯდომარე გიორგი რომანაძე და თავმჯდომარის მოადგილე ნუგზარ მიქელაძე მონაწილეობდნენ.
კანტონის გამოფენა, რომელიც ასევე ცნობილია როგორც “ჩინეთის იმპორტისა და ექსპორტის გამოფენა”, არის უძველესი, ყველაზე მასშტაბური და წარმომადგენლობითი სავაჭრო გამოფენა ჩინეთში, რომელიც 1957 წლიდან იღებს სათავეს. მთავარ როლს თამაშობს ჩინეთის საგარეო ვაჭრობის განვითარებაში, ჩინეთსა და დანარჩენ მსოფლიოს შორის ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის წინსვლაში.
გამოფენაში 30 000-ზე მეტმა მწარმოებელმა წარმოადგინა პროდუქცია სხვადასხვა კატეგორიაში: სამომხმარებლო ელექტრონიკა და საინფორმაციო პროდუქტები, საყოფაცხოვრებო ელექტრომოწყობილობები, განათების აღჭურვილობა, ზოგადი დანადგარები და მექანიკური საბაზისო ნაწილები, ელექტრო დანადგარები და ელექტროენერგია, დამამუშავებელი დანადგარები, ტექნიკა, სამუშაოები ტექნიკა, ელექტროტექნიკა, ელექტრული კონსტრუქციები, აპარატურა და ხელსაწყოები. ღონისძიებას 222 ქვეყნისა და რეგიონის დაახლოებით 157 000 უცხოელი მყიდველი ესწრებოდა.
ვიზიტის ფარგლებში პალატის დელეგაცია გაეცნო გლობალურ ბაზარზე არსებულ ახალ ტექნოლოგიურ და სამრეწველო ტენდენციებს, ინოვაციურ გადაწყვეტილებებსა და წარმოების თანამედროვე სტანდარტებს. მიღებული ინფორმაცია და გამოცდილება დაეხმარება აჭარის ბიზნესის წარმომადგენლებს, უკეთ შეაფასონ საერთაშორისო მოთხოვნები, განავითარონ საკუთარი წარმოება და გააძლიერონ კონკურენტუნარიანობა როგორც ადგილობრივ, ისე საგარეო ბაზრებზე.
აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატა გეგმავს მიღებული გამოცდილება გაუზიაროს რეგიონის მეწარმეებს, რათა ხელი შეუწყოს მათ განვითარებასა და ახალი შესაძლებლობების გამოყენებას საერთაშორისო ბაზრებზე.


