პალატასთან არსებული ბიზნეს ასოციაციები

აჭარის ლოჯისტიკის, ტრანსპორტისა და გადამზიდავთა ასოციაცია

აჭარის ლოჯისტიკის, ტრანსპორტისა და გადამზიდავთა ასოციაცია წარმოადგენს გაერთიანებას, რომელიც ემსახურება ლოგისტიკისა და სატრანსპორტო სექტორის განვითარებას, წევრების ინტერესების დაცვას და ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას. ის აერთიანებს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც საქმიანობენ ამ სფეროში, ასევე საპატიო წევრებს, რომლებმაც ასოციაციის საქმეში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს. წევრებს ეძლევათ მონაწილეობის, არჩევისა და ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა, ასევე სარგებლობენ სხვადასხვა სერვისებით და შეღავათებით. ასოციაციის უმაღლესი მმართველი ორგანოა საერთო კრება, ხოლო მიმდინარე საქმიანობას კოორდინაციას უწევენ მმართველი საბჭო და თავმჯდომარე. ორგანიზაცია მოქმედებს გამჭვირვალედ, კოლექტიური გადაწყვეტილების მიღების საფუძველზე და აქტიურად თანამშრომლობს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო პარტნიორებთან.

დაგვიკავშირდით: +995 577 416 108, info@acci.ge