პალატასთან არსებული ბიზნეს ასოციაციები

აჭარის მეფუტკრეობის ბიზნეს ასოციაცია

აჭარის მეფუტკრეობის ბიზნეს ასოციაცია არის არაკომერციული იურიდიული პირი, რომლის მიზანია მეფუტკრეობაში ჩართული ფიზიკური და იურიდიული პირების ინტერესების დაცვა და სფეროს განვითარება. ასოციაცია ხელს უწყობს წევრთა კვალიფიკაციის ამაღლებას, აწვდის მათ შესაბამის საკანონმდებლო და ტექნიკურ ინფორმაციას, ახორციელებს მეფუტკრეობის სექტორის კვლევას და ანალიზს, აწყობს მარკეტინგულ და საგანმანათლებლო ღონისძიებებს (მათ შორის თაფლის ფესტივალებს), ავითარებს პარტნიორობას კერძო და საჯარო სექტორებთან, მათ შორის ტურიზმის ინდუსტრიასთან.

ასოციაციის ერთ-ერთი ამოცანაა წევრებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, ხარისხიანი პროდუქციის პოპულარიზაცია და ადგილობრივი მეფუტკრეების გაძლიერება ბაზარზე. ასევე, ის ზრუნავს თავისი ცნობადობის, სანდოობის და წევრთა ინტერესების ეფექტიანად დაცვაზე ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე.

დაგვიკავშირდით: +995 577 414 064, associationbeekeeping@gmail.com