Home Blog Page 6

პალატის დელეგაცია ,,ბათუმის დღეებზე” ტრაპიზონში

აჭარის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე გიორგი რომანაძე დელეგაციის წევრებთან ერთად ქალაქ ტრაპიზონში “ბათუმის დღეებთან” დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა.
ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში პალატის თავმჯდომარე ტრაპიზონის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარეს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას რეგიონის ეკონომიკური განვითარებისთვის, ისაუბრეს თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე.
დელეგაცია ტრაპიზონში ,,ბათუმის დღეების” ფარგლებში ბიზნესფორუმის გახსნას დაესწრო. ფორუმში საქართველოს და თურქეთის ბიზნესის სფეროების წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას.
აჭარის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის დელეგაციას წარმოადგენდნენ ასევე პალატის თავმჯდომარის მოადგილე ნუგზარ მიქელაძე, აღმასრულებელი დირექტორი ედნარ ბოლქვაძე, მრჩეველი დიპლომატიურ საკითხებში ლაშა ბოლქვაძე, პალატის თავმჯდომარის მრჩეველი ლეილა გოგიტიძე, სერტიფიცირების განყოფილების უფროსი ლაშა ბოლქვაძე.

EBRD-ის მმართველი გუნდის ვიზიტი პალატაში

აჭარის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარეს გიორგი რომანაძეს ვიზიტით ეწვია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მმართველი გუნდი, ასოცირებული დირექტორის ჰესტერ კუტანშის ხელმძღვანელობით.
შეხვედრა ,,EU-EBRD-ის კონკრეტული ქვეყნის საინვესტიციო კლიმატის მიმოხილვა და სამოქმედო გეგმები’’ პროექტს მიეძღვნა.
პროექტი, რომელიც ხორციელდება DG NEAR-ის დაფინანსებით, ორი კომპონენტისგან შედგება: საინვესტიციო კლიმატისა და კერძო სექტორის განვითარების ძირითადი შეზღუდვების შეფასება და ICAP-ის მეშვეობით გამოვლენილი პრიორიტეტული ტექნიკური დახმარების განხორციელება.
შეხვედრაზე მხარეები შეეხენ გამოწვევებსა და სირთულეებს, რომლებიც პანდემიისა და რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ შეექმნა ადგილობრივ ბიზნესს. ისაუბრეს ბიზნესის პრიორიტეტულ მიმართულებებსა და სამომავლო გეგმებზე. მხარეებმა გამოთქვეს სურვილი გაგრძელდეს ნაყოფიერი თანამშრომლობა ახალი პრიორიტეტული მიმართულებების გათვალისწინებით.
შეხვედრას ესწრებოდნენ აჭარის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნინო დოლიძე, სერტიფიცირებისა და ექსპერტიზის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი სამნიძე.

ქართულ-აზერბაიჯანული ბიზნეს ფორუმი აჭარაში

მიმდინარე წლის 12 სექტემბერს ბათუმში გაიმართა ბიზნეს ფორუმი აზერბაიჯანის ბიზნეს დელეგაციისა და აჭარაში მოქმედი ბიზნესმენების მონაწილეობით. აზერბაიჯანულ დელეგაციას წარმოადგენდა 20-მდე სხვადასხვა ბიზნეს სფეროს წარმომადგენელი. დელეგაციას ხელმძღვანელობდა ასოციაცია ‘’ეკონომიკური თანამშრომლობა ევროპასთან’’ (CASPIAN ENERGY CLUB) საბჭოს თავმჯდომარე თელმან ალიევი.
შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით გახსნა აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარემ გიორგი რომანაძემ. მონაწილეებს მიესალმნენ ასოციაცია ‘’ეკონომიკური თანამშრომლობა ევროპასთან’’ (CASPIAN ENERGY CLUB) საბჭოს თავმჯდომარე თელმან ალიევი, აზერბაიჯანის გენერალური კონსული ბათუმში პარვიზ ისმაილზადა, ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძე.
აზერბაიჯანული და ქართული კომპანიების წარმომადგენლებმა წარადგინეს საკუთარი თავი და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები.
შეხვედრაზე ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ წარმოადგინა პრეზენტაცია და დელეგაციის წევრებს გააცნო რეგიონის საინვესტიციო გარემო და პოტენციალი, ასევე ქართველი ბიზნესმენები გაეცნენ აზერბაიჯანული კომპანიების პრეზენტაციებს.
შეხვედრის ბოლოს გაიმართა ორმხრივი B2B შეხვედრები ორი ქვეყნის ბიზნეს ურთიერთობების გაღრმავების და განვითარების მიზნით.

“ღია დილოგი ბიზნესთან”

„ღია დიალოგი ბიზნესთან“- ფორმატის ფარგლებში, საქართველოსა და აჭარის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატების ორგანიზებით, პარტნიორებთან ერთად, რეგიონულ ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა.

მეწარმეები გაეცნენ მიმდინარე და დაგეგმილი ბიზნესის მხარდამჭერ საგრანტო პროექტებს. მოეწყო პრეზენტაციები სოფლის განვითარების სააგენტოს, ,,აწარმოე საქართველოში’’, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს და საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის პროგრამების შესახებ.

შეხვედრის მიზანი, სახელმწიფო პროგრამების გაცნობასთან ერთად, პრობლემების და გამოწვევების იდენტიფიცირება იყო. მეწარმეებს მიეცათ საშუალება პირდაპირ დაესვათ შეკითხვები და მიეღოთ ამომწურავი პასუხები.

შეხვედრაზე ისაუბრეს პრობლემურ საკითხებზე, რომელიც აწუხებს კერძო სექტორს არა მარტო პროგრამებთან მიმართებაში, არამედ ზოგადად, რათა მოხდეს დონორებთან და შესაბამის უწყებებთან  ამ საკითხების მიტანა და ბიზნესის ხელშეწყობა.

 

ელექტრონული კომერციის ტრენინგები პალატაში

აჭარის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატაში რეგიონის მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის ელექტრონული კომერციის ტრენინგები ტარდება.
ტრენინგი ჩეხეთის მთავრობის პროექტის “ახალი უნარები და შესაძლებლობები მცირე და საშუალო ბიზნესს ვაჭრობის განვითარებისთვის” ფარგლებში ტარდება. პროექტს ჩეხეთის განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობით ანხორციელებს აჭარისა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატა.
ელექტრონული კომერციის ტრენინგს ჩეხი ექსპერტი მილოშ ნოვოტნი უძღვება.
აჭარის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარემ გიორგი რომანაძემ უმასპინძლა ჩეხ სტუმრებს. შეხვედრაზე მხარეებმა მიმდინარე პროექტზე ისაუბრეს.
პროექტის ფარგლებში აჭარის ა/რ სავაჭრო სამრეწველო პალატასა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს პარტნიორი კომპანია – გეოტესტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

შრომის კანონმდებლობის გამოწვევები და საჭიროებები

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის, კერძო მეწარმეობის საერთაშორისო ცენტრისა და აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით შრომის კანონმდებლობის გამოწვევებსა და საჭიროებების თემაზე  ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრა გახსნა საქართველო სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა გიორგი პერტაიამ. მონაწილეებს მიესალმნენ აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე გიორგი რომანაძე და აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი სურმანიძე.

შეხვედრაზე ისაუბრეს  შრომის ინსპექციის სამსახურის ფუნქციებსა და მისი საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე, შრომის ინსპექტირების დაწყების საფუძვლებზე, დამსაქმებლის ვალდებულებებსა და დასაქმებულის უფლება-მოვალეობებზე. ასევე იმსჯელეს შრომითი ხელშეკრულების დადების პირობებსა და მისი შეწყვეტის კანონიერ საფუძვლებზე. შეხვედრის ბოლოს დისკუსია გაიმართა.

დღის ბოლოს მეწარმეები ვიზიტით კომპანია “სტარარჯი”-ში იმყოფებოდნენ. კომპანიის შრომის უსაფრთხოების სპეციალისტმა მეწარმეებს სამუშაო პროცესი გააცნო და შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ესაუბრა.

 

EBRD-ს წარმომადგენლები ბათუმში სატრანსპორტო და გადამზიდავ კომპანიებს შეხვდნენ

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან და აჭარის ტრანსპორტის, ლოგისტიკისა და გადამზიდავთა ასოციაციასთან ერთად, ჩაატარა სამუშაო შეხვედრა. ღონისძიებას დაესწრნენ რეგიონში აქტიური სატრანსპორტო და გადამზიდავი კომპანიების წარმომადგენლები.

შეხვედრა გახსნეს აჭარის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარემ  გიორგი რომანაძემ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა  ჯაბა ფუტკარაძემ, EBRD-ს კავკასიის რეგიონულმა დირექტორმა  კატარინა ბიორლინ- ჰანსენმა, და აჭარის ტრანსპორტის, ლოგისტიკისა და გადამზიდავთა ასოციაციის თავმჯდომარემ – თამაზ თურმანიძემ.

შეხვედრაზე EBRD-ს მდგრადი ინფრასტრუქტურის ჯგუფის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს არსებული რეგიონული და გლობალური გამოწვევების ფონზე, აჭარის გადამზიდავი და სატრანსპორტო სექტორის მნიშვნელობას, და ბანკის პოტენციურ როლს მის ფინანსურ მხარდაჭერაში.

გადამზიდავი და სატრანსპორტო კომპანიები გაეცნენ ბანკის საქმიანობას. ბანკმა მათ შესთავაზა როგორც საინვესტიციო, ასევე საკონსულტაციო მხარდაჭერა.

ინფრასტრუქტურული ინვესტიციების გარდა, EBRD მზად არის გააღრმავოს სექტორში აქტიური მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერა. ამ უკანასკნელის შემთხვევაში, ბანკის წარმომადგენლებმა ბიზნესებს გრანტების სახით, საკონსულტაციო და ტექნიკური დახმარება შესთავაზეს.

EBRD იქნება მეტად აქტიური რეგიონის კერძო სექტორთან თანამშრომლობაში.

EBRD-ის მიმდინარე პროექტების საინვესტიციო პორტფელი 1.3 მლნ ევროა. აღსანიშნია, რომ ჯამურ საინვესტიციო პორტფელში კერძო სექტორის წილი 80%-მდეა.

ელექტრონული კომერციის ტრენინგები პალატაში

ბათუმში, აჭარის არ-ის სავაჭრო სამრეწველო პალატაში, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ადგილობრივი მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის ელექტრონული კომერციის ტრენინგები ჩატარდება.

ტრენინგები ერთდღანია.  მონაწილეობა – უფასო.

შეხვედრის ფარგლებში, მეწარმეები შემდეგ საკითხებს გაეცნობიან:

 

  • როგორ შევქმნათ ელექტრონული მაღაზია;
  • წარმატებული ელექტრონული კომერციისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურა;
  • მარკეტინგი და სოციალური ქსელები.

ტრენინგებს გაუძღვება ჩეხი ექსპერტი – მილოშ ნოვოტნი.

დაგეგმილია 80-მდე მეწარმის დატრენინგება 3 დღის განმავლობაში: 26, 27 და 28 ივლისს.

მონაწილეობის მსურველებს შესაძლებლობა ეძლევათ აირჩიონ სასურველი თარიღი და გაიარონ რეგისტრაცია ბმულზე: https://forms.gle/jAm6fKtsPJFyfr5F6

 

 

პოლონეთის დელეგაციის ვიზიტი პალატაში

აჭარის ა/რ  სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარემ  გიორგი რომანაძემ  პოლონეთის რესპუბლიკის ქვემო სილეზიის ოფიციალურ დელეგაციას უმასპინძლა.

დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ პოლონეთის ნაციონალური სავაჭრო პალატის ვიცე-პრეზიდენტი, კატოვიცეს სავაჭრო-სამრეწველო პალატის გამგეობის თავმჯდომარე ტომაშ ზიავონი და საერთაშორისო კორპორაციული ჯგუფის  „Premcoal group’’-ის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე კშიშტოფ სტრუპეხოვსკი.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე  იმსჯელეს აჭარასა და ქვემო სილეზიის სავოევოდოს შორის  ურთიერთობის გარღმავებასა და თანამშრომლობის პერსპექტივებზე.მხარეებმა წარმოადგინეს მათი ხედვები ერთობლივი პროექტების შესახებ.

,,პოლონეთი და საქართველო მეგობარი და პარტნიორი ქვეყნებია, მზად ვართ ამ თანამშრომლობის გასაძლიერებლად. ჩვენს პალატას მსოფლიოს 7 ქვეყანაში აქვს წარმომადგენლობა,  ვაპირებთ გავხსნათ წარმომადგენლობა ბათუმში.’’-აღნიშნა ტომაშ ზიავონიმ.

შეხვედრის ბოლოს, დელეგაციის წევრებმა პალატის თავმჯდომარე  და წარმომადგენლები სილეზიის მხარეში  ბიზნეს კონგრესზე მიიპატიჟეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ  აგროპროექტების მართვის კომპანიის გენერალური დირექტორი გოჩა ბერიძე, აჭარის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარის მოადგილეები ჯუმბერ ტუღუში და ნუგზარ მიქელაძე.

 

კონკურენციის პოლიტიკისა და ანტიდემპინგური ღონისძიებების განხილვა მეწარმეებთან

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების მხარდაჭერის პროექტის (AA Facility) და სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით კონკურენციის პოლიტიკისა და ანტიდემპინგურ ღონისძიებების საკითხებზე ცნობიერების ამაღლების მიზნით, ადგილობრივ ბიზნეს სექტორთან სამუშაო შეხვედრა შედგა.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა მეწარმეებისა და ბიზნესის წარმომადგენლებისთვის კონკურენციის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებების, მისი აღსრულების, მიღებული შედეგების, დემპინგისა და ზიანის ფორმების, ზოგადი პრინციპების გაცნობა.
შეხვედრას ესწრებოდნენ აჭარის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრი კომპანიები.