EBRD-ს წარმომადგენლები ბათუმში სატრანსპორტო და გადამზიდავ კომპანიებს შეხვდნენ

651

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან და აჭარის ტრანსპორტის, ლოგისტიკისა და გადამზიდავთა ასოციაციასთან ერთად, ჩაატარა სამუშაო შეხვედრა. ღონისძიებას დაესწრნენ რეგიონში აქტიური სატრანსპორტო და გადამზიდავი კომპანიების წარმომადგენლები.

შეხვედრა გახსნეს აჭარის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარემ  გიორგი რომანაძემ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა  ჯაბა ფუტკარაძემ, EBRD-ს კავკასიის რეგიონულმა დირექტორმა  კატარინა ბიორლინ- ჰანსენმა, და აჭარის ტრანსპორტის, ლოგისტიკისა და გადამზიდავთა ასოციაციის თავმჯდომარემ – თამაზ თურმანიძემ.

შეხვედრაზე EBRD-ს მდგრადი ინფრასტრუქტურის ჯგუფის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს არსებული რეგიონული და გლობალური გამოწვევების ფონზე, აჭარის გადამზიდავი და სატრანსპორტო სექტორის მნიშვნელობას, და ბანკის პოტენციურ როლს მის ფინანსურ მხარდაჭერაში.

გადამზიდავი და სატრანსპორტო კომპანიები გაეცნენ ბანკის საქმიანობას. ბანკმა მათ შესთავაზა როგორც საინვესტიციო, ასევე საკონსულტაციო მხარდაჭერა.

ინფრასტრუქტურული ინვესტიციების გარდა, EBRD მზად არის გააღრმავოს სექტორში აქტიური მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერა. ამ უკანასკნელის შემთხვევაში, ბანკის წარმომადგენლებმა ბიზნესებს გრანტების სახით, საკონსულტაციო და ტექნიკური დახმარება შესთავაზეს.

EBRD იქნება მეტად აქტიური რეგიონის კერძო სექტორთან თანამშრომლობაში.

EBRD-ის მიმდინარე პროექტების საინვესტიციო პორტფელი 1.3 მლნ ევროა. აღსანიშნია, რომ ჯამურ საინვესტიციო პორტფელში კერძო სექტორის წილი 80%-მდეა.