Home Blog Page 5

ინდონეზიის რესპუბლიკის საელჩოს მრჩევლის ვიზიტი პალატაში

აჭარის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე გიორგი რომანაძე  ინდონეზიის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლობითი ოფისის მრჩეველ ტორან პაკპჰანს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა  ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობებისა და ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით თანამშორმლობის გაღრმავებაზე, ორმხრივი ვაჭრობის განვითარებაზე, რეგიონში არსებული ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოსა და ბიზნეს შესაძლებლობებზე ისაუბრეს.

პალატის თავმჯდომარემ ინდონეზიის რესპუბლიკის საელჩოს მრჩეველს  სავაჭრო პალატის საქმიანობაზე, მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე მიაწოდა  ინფორმაცია.

შეხვედრის დასასრულს მხარეები სამომავლო მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

შეხვედრას სავაჭრო პალატის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნინო დოლიძე ესწრებოდა.

 

სილიფკეს სავაჭრო-სამრეწველო პალატის დელეგაციის ვიზიტი

აჭარის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატაში  ვიზიტით სილიფკეს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე ნურეტინ კაინარი,მმართველი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ოსმან  თუღრანი და სილიფკეს სავაჭრო-სამრეწველო პალატის  წევრი ბიზნესმენები იმყოფებოდნენ.

შეხვედრაზე პალატის მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ  ნურეტინ კაინარმა პალატის ისტორიაზე, მიზნებსა და ფუნქციებზე ისაუბრა.  პალატის  წევრმა ბიზნესმენებმა  წარმოადგინეს თავიანთი სფეროები: ბოსტნეულის და ხილის ექსპორტი,   ზღვის პროდუქტების იმპორტ-ექსპორტი, რძის პროდუქტებისა და ყველის წარმოება და ექსპორტი, ხილის წარმოება, სასტუმროების ქსელი, მშენებლობა, საავტომობილო მრეწველობა და სხვ. სტუმრები გაეცნენ აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის საქმიანობას და სერვისებს. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები და სამომავლო მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

შეხვედრას აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნინო დოლიძე,  პალატის თავმჯდომარის მოადგილეები ჯუმბერ ტუღუში, ნუგზარ მიქელაძე და პალატის თავმჯდომარის მრჩეველი საინვესტიციო საკითხებში თამაზ შავაძე ესწრებოდნენ.

 

მე-19 MUSIAD Expo და 26-ე საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი სტამბოლში

2022 წლის 2-5 ნოემბერს სტამბოლი მე-19 MUSIAD Expo და 26-ე საერთაშორისო ბიზნეს ფორუმს მასპინძლობს. მასში 100-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს.

MUSIAD Expo-ზე სპეციალური სტუმრის სატატუსით მიწვეული არიან აჭარის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე გიორგი რომანაძე და პალატის თავმჯდომარის მოადგილე ნუგზარ მიქელაძე.

ღონისძიების მიზანია კომპანიებისა და გამოფენის მონაწილეების ეკონომიკური და სოციალური მხარეების გაძლიერება, ბიზნესმენებს შორის ინფორმაციის გაცვლა, ახალი ურთიერთობები სამიზნე ქვეყნებთან,  არსებულ სავაჭრო-სამრეწველო ურთიერთობების განვითარება.

წელს გამოფენაზე 124 ქვეყანამ წარმოადგინა საკუთარი ქვეყნის საიმიჯო პავილიონები.

საქართველოს ეკონომიკური პოტენციალი გამოფენაზე ,,მუსიად საქართველო”-მ  წარმოადგინა.

გამოფენაში მონაწილეობენ აჭარის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრი კომპანიების წარმომადგენლები.

ონლაინ ტრენინგი მეწარმეებისთვის

აჭარის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატაში ადგილობრივი მეწარმეებისთვის ონლაინ ტრენინგ კურსი „სოციალური მედიის მართვის საფუძვლები“ ტარდება.

ტრენინგი ჩეხეთის მთავრობის პროექტის “ახალი უნარები და შესაძლებლობები მცირე და საშუალო ბიზნესს ვაჭრობის განვითარებისთვის” ფარგლებში ტარდება. პროექტს ჩეხეთის განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობით ანხორციელებს აჭარის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატა.

განსახილველი საკითხები:

-სოციალური მედია არხების კონცეფცია და მათი ალგორითმები – Facebook, Instagram, Youtube, Tiktok;

-სოციალური მედია არხის შერჩევის კრიტერიუმები – პრაქტიკული სავარჯიშო ბიზნესების მახასიათებლების გათვალისწინებით (პრეზენტაციები);

-ეფექტური კონტენტი: დარწმუნების ტექნოლოგიები – თეორია და პრაქტიკა e-commerce-ში;

-ეფექტური ვიზუალური კონტენტის შექმნა – Canva.ში მუშაობა;

-ეფექტური ტექსტუალური კონტენტის შექმნა – შეტყობინების აგებულება, ელემენტები, ჰეშთეგები, საკვანძო სიტყვები;

-სიტუაციური მარკეტინგი – ონლაინ აქტივობები, სოციალური პასუხისმგებლობა; გამოხმაურების მართვა – როდის და როგორ გამოვეხმაუროთ მომხმარებელთა მოთხოვნებს.

 

 

ონლაინ ტრენინგ კურსი „სოციალური მედიის მართვის საფუძვლები“ ადგილობრივი მეწარმეებისთვის!

სიახლე!!!

 

ონლაინ ტრენინგ კურსი „სოციალური მედიის მართვის საფუძვლები“ ადგილობრივი მეწარმეებისთვის!

27 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, ჩეხეთის განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობით!

განრიგი და განსახილველი საკითხები:

27 ოქტომბერი 16.00-18.00 სთსოციალური მედია არხების კონცეფცია და მათი ალგორითმები – Facebook, Instagram, Youtube, Tiktok; სოციალური მედია არხის შერჩევის კრიტერიუმები – პრაქტიკული სავარჯიშო ბიზნესების მახასიათებლების გათვალისწინებით (პრეზენტაციები);

28 ოქტომბერი 16.00-18.00 სთ – ეფექტური კონტენტი: დარწმუნების ტექნოლოგიები – თეორია და პრაქტიკა e-commerce-ში;

31 ოქტომბერი 16.00-18.00 სთ – ეფექტური ვიზუალური კონტენტის შექმნა – Canva.ში მუშაობა;

1 ნოემბერი 16.00-18 სთ – ეფექტური ტექსტუალური კონტენტის შექმნა – შეტყობინების აგებულება, ელემენტები, ჰეშთეგები, საკვანძო სიტყვები;

2 ნოემბერი 16.00-18.00 სთ – სიტუაციური მარკეტინგიონლაინ აქტივობები, სოციალური პასუხისმგებლობა; გამოხმაურების მართვა – როდის და როგორ გამოვეხმაუროთ მომხმარებელთა მოთხოვნებს.

სამუშაო ენა: ქართული

ტრენინგში მონაწილეობა უფასოა!

მსურველები დაგვიკავშირდით: (995) 557722936/577302690

თურქ მრეწველთა ასოციაცია MUSIAD-ის ვიზიტი პალატაში

აჭარის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატაში საქმიანი ვიზიტით მრეწველთა ასოციაცია MUSIAD ერზინჯანის თავმჯდომარე ერთან ბუირუკი,  Musiad Batum / მუსიად ბათუმის თავმჯდომარე ჰამზა ქოსე, თურქი  ბიზნესმენები და ასოციაცის წევრები იმყოფებოდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის იმპორტისა და ექსპორტის საკითხები, ორმხრივი ვაჭრობის განვითარება და ახალი ინვესტიციების გზები განიხილეს. ბიზნესმენებმა პალატის წარმომადგენლებს თავიანთი მოსაზრებები გაუზიარეს.  საუბარი ბიზნესის სხვადასხვა სფეროს შეეხო: ავეჯის წარმოება, კარ-ფანჯარისა და გარე ფასადის მოსაპირკეთებელი მასალების წარმოება,  ავტომობილის ნაწილები,  მასალები გრაფიკული ტექნოლოგიებისათვის, ოპტიკური მასალები, წყლის სისტემები და აქსესუარები, მზის ენერგიის სისტემების მონტაჟი და სხვ.

შეხვედრას  სავაჭრო პალატის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნინო დოლიძე და პალატის თავმჯდომარის მოადგილე ნუგზარ მიქელაძე ესწრებოდნენ.

 

თურქეთის გენერალური კონსულის ვიზიტი პალატაში

აჭარის ა/რ სავაჭრო სამრეწველო პალატის თავმჯდომარე გიორგი რომანაძე  თურქეთის გენერალურ კონსულს ბათუმში  რიზა ქაღან ილმაზს შეხვდა.

შეხვედრაზე განიხილეს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და თურქეთის რესპუბლიკას შორის ეკონომიკის სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხები.

პალატის თავმჯდომარემ აჭარის საინვესტიციო პოტენციალზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ მეზობელ რეგიონებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო ეფექტური და ნაყოფიერი იქნება.

მხარეები თანამშრომლობის სფეროების გაფართოებაზე შეთანხმდნენ.

აჭარის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში აჭარაში პირველი სკოლა-ბიზნესის ფორუმი ჩატარდა.

სკოლა-ბიზნესის ფორუმი USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში ტარდება. პროგრამის მხარდამჭერია საქართელოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. აჭარის რეგიონში პროგრამის პარტნიორია ააიპ „ბათუმის განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრი“.

აჭარის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და პროგრამის რეგიონულ პარტნიორ აჭარის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მხარეები ერთმანეთთან თანამშრომლობით მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში კერძო სექტორის ჩართულობის განვითარებაში, რათა კერძო სექტორი გახდეს რეგიონში პოზიტიური ცვლილებების მონაწილე.

,,საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის წარდგენა

USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსა და აჭარის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგნიზებით გაიმართა ,,საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის წარდგენა.

შეხვედრის ბენეფიციარები იყვნენ სახელმწიფო უწყებების, არსებული იურიდიული პირების (სსიპ-ების, ააიპ-ების, შპს-ებისა და სხვ.) საჯარო შესყიდვების კუთხით დასაქმებული სპეციალისტები.

‘’დღევანდელი შეხვედრა საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგისა და კომუნიკაციის კარგი  შესაძლებლობაა. მნიშვნელოვანია უშუალო შეხვედრის დროს მიიღოს  ბიზნესმა ამომწურავი პასუხები კანონპროექტის ცვლილებებთან დაკავშირებით.“-აღნიშნა პალატის თავმჯდომარემ გიორგი რომანაძემ

შეხვედრაზე განიხილეს ,,საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის

ინსტიტუციური ჩარჩო, კანონის პროექტით გათვალისწინებული სიახლეების ძირითადი არსი, გამოწვევები, ახალი პროცედურები და ინსტრუმენტები.

შეხვედრის ბოლოს დისკუსია გაიმართა.

სამუშაო შეხვედრა პროექტის „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების“ (LINKS) ფარგლებში

აჭარის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელიც პროფესიულ სასწავლებლებსა და ბიზნეს-სექტორს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობებისა და დაბრკოლებების იდენტიფიცირებას მიეძღვნა.
შეხვედრა პროექტის „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების“ (LINKS) ფარგლებში გაიმართა. პროექტი ხორციელდება ევროკავშირის დაფინანსებით, „საქართველოს გაეროს ასოციაციისა“ (UNAG) და „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის“ (OSGF) მიერ, ხოლო აჭარის რეგიონში პროექტის პარტნიორი ორგანიზაციაა „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი (IJH) .
შეხვედრაში მონაწილეობდნენ აჭარის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატა, „საქართველოს გაეროს ასოციაცია“, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი’’, აჭარის დასაქმების სააგენტოსა და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები და სხვა საგანმანათლებლო სერვისების მიმწოდებლები.
შეხვედრის მონაწილეებს მიესალმა პალატის თავმჯდომარე გიორგი რომანაძე. მან ხაზი გაუსვა აღნიშნული საკითხის აქტუალობას, მადლობა გადაუხადა მონაწილეებს და აღნიშნა, რომ არსებული თანამშრომლობის ფორმატი იქნება ნაყოფიერი და ქმედითი.
შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო ადგილობრივ შრომით ბაზარზე არსებული ვაკანსიებისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების მონიტორინგის პრეზენტაცია, რომელიც „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების“ პროექტის ფარგლებში აჭარის რეგიონში 2022 წელს ჩატარდა.
კერძო და საჯარო სექტორების წარმომადგენლებს, დამსაქმებლებსა და ცოდნის და უნარების განვითარების ქსელებს შორის კომუნიკაციისა და კოორდინაციის საუკეთესო პლატფორმას წარმოადგენს სავაჭრო პალატა. ამ მიზნით აჭარის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატაში შეიქმნა პროფესიული უნარების განვითარების ასოციაცია, რომლის პრეზენტაციაც წარმოდგენილი იქნა შეხვედრაზე.
შეხვედრა აქტიური მსჯელობის და დისკუსიის ფორმატში მიმდინრეობდა.