სილიფკეს სავაჭრო-სამრეწველო პალატის დელეგაციის ვიზიტი

511

აჭარის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატაში  ვიზიტით სილიფკეს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე ნურეტინ კაინარი,მმართველი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ოსმან  თუღრანი და სილიფკეს სავაჭრო-სამრეწველო პალატის  წევრი ბიზნესმენები იმყოფებოდნენ.

შეხვედრაზე პალატის მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ  ნურეტინ კაინარმა პალატის ისტორიაზე, მიზნებსა და ფუნქციებზე ისაუბრა.  პალატის  წევრმა ბიზნესმენებმა  წარმოადგინეს თავიანთი სფეროები: ბოსტნეულის და ხილის ექსპორტი,   ზღვის პროდუქტების იმპორტ-ექსპორტი, რძის პროდუქტებისა და ყველის წარმოება და ექსპორტი, ხილის წარმოება, სასტუმროების ქსელი, მშენებლობა, საავტომობილო მრეწველობა და სხვ. სტუმრები გაეცნენ აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის საქმიანობას და სერვისებს. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები და სამომავლო მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

შეხვედრას აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნინო დოლიძე,  პალატის თავმჯდომარის მოადგილეები ჯუმბერ ტუღუში, ნუგზარ მიქელაძე და პალატის თავმჯდომარის მრჩეველი საინვესტიციო საკითხებში თამაზ შავაძე ესწრებოდნენ.