სამუშაო შეხვედრა პროექტის „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების“ (LINKS) ფარგლებში

465
აჭარის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელიც პროფესიულ სასწავლებლებსა და ბიზნეს-სექტორს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობებისა და დაბრკოლებების იდენტიფიცირებას მიეძღვნა.
შეხვედრა პროექტის „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების“ (LINKS) ფარგლებში გაიმართა. პროექტი ხორციელდება ევროკავშირის დაფინანსებით, „საქართველოს გაეროს ასოციაციისა“ (UNAG) და „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის“ (OSGF) მიერ, ხოლო აჭარის რეგიონში პროექტის პარტნიორი ორგანიზაციაა „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი (IJH) .
შეხვედრაში მონაწილეობდნენ აჭარის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატა, „საქართველოს გაეროს ასოციაცია“, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი’’, აჭარის დასაქმების სააგენტოსა და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები და სხვა საგანმანათლებლო სერვისების მიმწოდებლები.
შეხვედრის მონაწილეებს მიესალმა პალატის თავმჯდომარე გიორგი რომანაძე. მან ხაზი გაუსვა აღნიშნული საკითხის აქტუალობას, მადლობა გადაუხადა მონაწილეებს და აღნიშნა, რომ არსებული თანამშრომლობის ფორმატი იქნება ნაყოფიერი და ქმედითი.
შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო ადგილობრივ შრომით ბაზარზე არსებული ვაკანსიებისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების მონიტორინგის პრეზენტაცია, რომელიც „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების“ პროექტის ფარგლებში აჭარის რეგიონში 2022 წელს ჩატარდა.
კერძო და საჯარო სექტორების წარმომადგენლებს, დამსაქმებლებსა და ცოდნის და უნარების განვითარების ქსელებს შორის კომუნიკაციისა და კოორდინაციის საუკეთესო პლატფორმას წარმოადგენს სავაჭრო პალატა. ამ მიზნით აჭარის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატაში შეიქმნა პროფესიული უნარების განვითარების ასოციაცია, რომლის პრეზენტაციაც წარმოდგენილი იქნა შეხვედრაზე.
შეხვედრა აქტიური მსჯელობის და დისკუსიის ფორმატში მიმდინრეობდა.