Home Blog Page 13

ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის სტუმრობა პალატაში

დღეს აჭარის ა.რ სავაჭრო-სამრეწველო პალატას ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თანმხლებ პირებთან ერთად სტუმრობდა.

 შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში მიმდინარე და განხორციელებულ ბიზნესპროექტებს, ასევე ჩეხეთის მხარდაჭერით დაგეგმილ და მიმდინარე ინვესტიციებს.

პალატის თავმჯდომარემ ნიკა ჩხარტიშვილმა საუბრისას ხაზი გაუსვა საქართველო-ჩეხეთს შორის სამომავლო ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობას.

🖊 შეხვედრას ესწრებოდნენ ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პეტრე მიკისკა, ელჩის მოადგილე ირჟი პრეცლიკი და ეკონომიკის ექსპერტი ირაკლი სვანაძე.
ბატონმა ელჩმა შთაბეჭდილებების წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი დატოვა.

 

 

 

სამუშაო შეხვედრა პალატაში

აჭარის ა.რ სავაჭრო-სამრეწველო პალატაში გაიმართა ბულვარის ინტერნეტიზაციის პროექტის პრეზენტაცია, რომელიც წარმოადგინა შპს Softline-მა. პრეზენტაციაში მონაწილეობას იღებდნენ პარტნიორები სილქნეტი, Hewlett Packard და Wifisher.
📍პრეზენტაციას ესწრებოდნენ პალატის თავმჯდომარე ნიკა ჩხარტიშვილი, ბულვარის დირექტორი ირაკლი ჯინჭარაძე და ბულვარის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

 

 

 

შეხვედრა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან

✅აჭარის ა.რ სავაჭრო-სამრეწველო პალატაში „ეკონომიკის ექსპერტთა საბჭოსა“ და აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ აჭარის ა.რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე, აჭარის ა.რ სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე და აჭარის ა.რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე ნიკა ჩხარტიშვილი.

📍 შეხვედრაზე განხილულ იქნა ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის სამთავრობო ანტიკრიზისული გეგმები.

 

„ეკონომიკის ექსპერტთა საბჭოს“ სამუშაო შეხვედრა პალატაში

დღეს აჭარის ა.რ სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებულ „ეკონომიკის ექსპერტთა საბჭოს“ ინიციატივით შეხვედრა გაიმართა, აჭარაში მოქმედ ტურისტულ კომპანიებთან „მთავრობის ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისული გეგმის“ განხილვის მიზნით. შეხვედრას ასევე ესწრებოდა ტურიზმის დეპარტამენის თავმჯდომარის მოადგილე თამარ კაიკაციშვილი.

📍„ეკონომიკის ექსპერტთა საბჭოს“ მხრიდან საპრეზენტაციო ნაწილი წარადგინა ეკონომიკის ექსპერტმა პაატა ჩაგანავამ, ასევე შეფასებითი ნაწილი წარადგინეს ვლადიმერ ღლონტმა, პაატა აროშიძემ და დავით ქათამაძემ.

📍შეხვედრა აზრთა ურთიერთგაცვლის რეჟიმში წარიმართა. „მთავრობის ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისული გეგმა“ დადებითად იქნა შეფასებული მონაწილეთა მიერ, ხოლო მთავარ საკითხად დაისვა გეგმის ფარგლებში, უფრო დეტალური ინფორმაციის მიღების მოთხოვნა, რაც „ეკონომიკის ექსპერტთა“ მიერ უახლოეს პერიოდში იქნება მოძიებული და მიწოდებული ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებისადმი.

 

აჭარაში ეკონომიკურ ექსპერტთა საბჭო შეიქმნა

 აჭარის ა.რ სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან შეიქმნა ახალი პლატფორმა „ეკონომიკის ექსპერტთა საბჭოს“ სახით, რომელშიც გაერთიანებულია სწავლული ეკონომიკის ექსპერტები, აკადემიური წრეებიდან.
🌀 „ეკონომიკის ექსპერტთა საბჭოს“ შემადგენლობაშია: ბადრი გეჩბაია, გელა მამულაძე, ანზორ დევაძე, პაატა აროშიძე, პაატა ჩაგანავა, მამუკა თურმანიძე, რომან მამულაძე, ვლადიმერ ღლონტი, დავით ქათამაძე, როსტომ ბერიძე

საბჭოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

🔵 აჭარის ა.რ ეკონომიკური განვითარების ანალიზი;

🔵 შესაბამის უწყებებთან ერთად დარგობრივი სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

🔵 ეკონომიკური რისკებისა და საინვესტიციო გარემოს ანალიზი;

🔵 ეკონომიკური მიმართულებების პრიორიტეტების განსაზღვრასა და შესაბამისი გეგმების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

🔵 ეკონომიკურ ინტერესებზე მორგებული ახალი იდეების გენერირება სხვადასხვა პროფილის მქონე დარგების ჭრილში

🔵 დისკუსიების გამართვა მიღებული რეკომენდაციებთან დაკავშირებით, მათი საზოგადოებისთვის გაცნობის მიზნით
ასევე, მიმდინარე და სამომავლო ეკონომიკური გამოწვევების ეფექტურ დაძლევაში, ხელისუფლებისა და ბიზნესისათვის მაქსიმალური ხელშეწყობა, მათთან აქტიური თანამშრომლობის გზით სხვადასხვა დარგობრივ ფორმატებში.

 

 

დახმარება სოციალურად დაუცველ ოჯახებს

აჭარის ა.რ სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და აჭარის მთავრობის ორგანიზებით 300 ოჯახს, ,,ოცნების ქალაქში” სასურსათო პროდუქტები დაურიგდათ.

 

 

 

 

კოვიდ 19 -ის ბიზნესზე გავლენის შესაფასებლად ჩატარებული კვლევები

აჭარის ა.რ სავაჭრო – სამრეწველო პალატამ კოვიდ 19 -ის ბიზნესზე გავლენის შესაფასებლად კვლევა ჩაატარა

📊გამოკითხვაში 250-მა მეწარმემ მიიღო მონაწილეობა, რომელთა ძირითადი ნაწილი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელია.

📈📉კვლევა მოიცავს აჭარის რეგიონში 23 – 28 მარტის ჩათვლით, კერძო სექტორზე ეკონომიკური საქმიანობის საყოველთაო შეზღუდვების დაწესებამდე პერიოდს.

🔲კვლევის საკითხები თანამშრომელთა სამუშაო ადგილებიდან დათხოვნას, არსებულ პირობებს და კორონავირუსით გამოწვეულ შეზღუდვებს შეეხო.

🔲რესპოდენტთა გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა, რომ დასაქმებულთა 74.3 % შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე იქნა დათხოვილი და დათხოვილი თანამშრომლები (43.5%) ხელფასის სრულად შენარჩუნებით გადავიდნენ დისტანციური მუშაობის რეჟიმში, ნაწილობრივი ანაზღაურებით (8.8%), ანაზღაურების გარეშე (45.1%) ან ფასიან შვებულებაში (2,6 %).

🔲დასაქმებულთა 1.4 % განაგრძობს მუშაობას ადგილზე ნაწილობრივი ანაზღაუარებით. შექმნილმა ვითარებამ მხოლოდ დასაქმებულთა ნაწილზე არ იქონია გავლენა (24.3%).

🔲არსებულ ვითარებას ბიზნესის შემაფერხებლად მიიჩნევს გამოკითხულთა 90.8%. მათ შორის ყველაზე აქტუალურ პრობლემად ფიქსირდება ორგანიზაციის რეალიზაციის/შემოსავლის გაჩერება (42%), საგადასახადო და საბანკო ვალდებულებები (18%), მარაგების შეძენის პრობლემა (9.2%), კომუნალური გადასახადები (5.6%), ვალდებულებები დასაქმებულთა მიმართ (6%), სხვა დარნარჩენი სხვადასხვა სახის პრობლემა (10%).

🔲ამასთან, ტურიზმის სფეროში დასაქმებული კომპანიების უმრავლესობას (გამოკითხულთა შორის 30.4% იყო სასტუმროები და ტურისტული კომპანიები) ჯავშნები სრულად გაუუქმდათ.

🔲მეწარმეთა ნაწილი აცხადებს, რომ არსებულ მდგომარეობას სამეწარმეო საქმიანობაში არსებითი ცვლილებები არ გამოუწვევია (9.2%).

ახალი კორონავირუსით (SARS CoV 2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID 19) დაკავშირებული ზოგადი მოთხოვნები დასაქმებულთა ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით.

ყველა დაშვებული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისთვის, რომელზეც ვრცელდება „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის N181 დადგენილების მე-2 მუხლის მე-7 პუნქტის მოთხოვნა, დამსაქმებელმა უნდა უზრუნველყოს დასაქმებულთა უსაფრთხო ტრანსპორტირება შემდეგი წესების დაცვით:

🔵 მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალების გამოყენებისას, მძღოლის ჩათვლით ნებადართულია 3 პირის გადაადგილება. ასეთ შემთხვევაში მგზავრების განთავსება უნდა მოხდეს მძღოლის უკანა სავარძელზე, შესაბამისი დისტანციის დაცვის შესაძლებლობის გათვალისწინებით;

🔵 M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით დასაქმებულთა გადაადგილების შემთხვევაში, სავარძლებზე მგზავრების განთავსება უნდა განხორციელდეს ჭადრაკისებურად;

🔵 ტრანსპორტირების დაწყებისა და დასრულებისთანავე, უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ავტოსატრანსპორტო საშუალებების შიდა და გარე სახელურების დეზინფექცია;

🔵 ტრანსპორტით გადაადგილებისას, დასაქმებულები უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით (ხელთათმანი, პირბადე, საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი თვალის/სახის დამცავი ფარი);

🔵 M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებაში ხელმისაწვდომი უნდა იყოს სულ მცირე 70% ალკოჰოლის შემცველი ხელის გამწმენდი სითხე;

🔵 დამსაქმებელმა ან მისმა წარმომადგენელმა, უნდა უზრუნველყოს ტრანსპორტირებამდე დასაქმებულთათვის ინფორმაციის მიწოდება, დადგენილი სტანდარტების შესახებ და გააცნოს ჰიგიენური საშუალებების სწორად მოხმარების წესები;

🔵 ავტომობილით გადაადგილებისას, უნდა ხდებოდეს ავტოსატრანსპორტო საშუალების სალონის ბუნებრივი ვენტილაცია;

🔵 გარკვეული პერიოდულობით მოახდინოს ხშირად გამოყენებული სამუშაო აღჭურვილობისა და სამუშაო ადგილების დეზინფექცია, სატრანსპორტო საშუალებების შიგნით არსებული ინვენტარის სანიტარული დამუშავება ყოველი შესრულებული სამარშუტო ხაზის შემდგომ, მაგრამ არაუმეტეს მგზავრების გადაყვანამდე 10 საათით ადრე;

🔵 გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა ჰიგიენური საშუალებების მოსაცილებლად, M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებში უნდა არსებობდეს დახურული კონტეინერი;

🔵 M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამოყენებისას, შესაძლებლობის გათვალისწინებით, უნდა მოეწყოს დროებითი დამცავი გამჭვირვალე ბარიერი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის კაბინასთან;

🔵 აღირიცხოს ყოველ ჯერზე ერთ ჯგუფად გადაყვანილი მგზავრები სახელების, გვარების და თარიღის მითითებით.

მთავრობის დადგენილება – საქმიანობები, რომლებიც დაშვებულია საგანგებო მდგომარეობის დროს:

❗️❗️❗️მკაცრი საკარანტინო რეჟიმი ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე – საქართველოს მთავრობა აქვეყნებს დადენილებას რომელშიც საგანგებო მდგომარეობის დროს დაშვებული საქმიანობები არის განსაზღვრული.

🔷საგანგებო მდგომარეობის ვადით ჩერდება ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობა, გარდა:

🔸 სამედიცინო დაწესებულების საქმიანობისა;
🔸 სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, ვეტერინარული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სათესლე და სარგავი მასალების საცალო რეალიზაციისა, ასევე მათი წარმოების, შენახვის, საბითუმო ვაჭრობისა და დისტრიბუციის, სურსათის შესაფუთი მასალების/ტარის წარმოებისა;
🔸 წისქვილების, პურ-ფუნთუშეულის საცხობების, რძის მიღება-გადამუშავების საწარმოების საქმიანობისა;
🔸 ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის წარმოებისა/გადაცემისა/განაწილებისა/მიწოდებისა, ბენზინის, დიზელის, თხევადი აირის მიწოდებისა, ასევე სატელეკომუნიკაციო, საფოსტო და ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მომსახურების მიწოდებისა;
🔸 კომერციული ბანკების საქმიანობისა;
🔸 იმ საგადახდო მომსახურების პროვაიდერებისა და მათი აგენტების საქმიანობისა, რომლებიც აწვდიან მომსახურებას თვითმომსახურების კიოსკების მეშვეობით;
🔸 საგადახდო სისტემის ოპერატორების საქმიანობისა;
🔸 ბანკომატების, თვითმომსახურების კიოსკებისა და პოსტერმინალების უწყვეტი ფუნქციონირებისათვის საჭირო საქმიანობისა;
🔸 მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობისა;
🔸 საბანკო-საფინანსო პროდუქტების/მომსახურების დისტანციური არხებით მიწოდებისა/რეალიზაციისა;
🔸 სამედიცინო დანიშნულების საქონლის, ფარმაცევტული პროდუქტის წარმოებისა/დისტრიბუციისა/რეალიზაციისა;
🔸 სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარებასა და მეცხოველეობასთან/მეფრინველეობასთან დაკავშირებული საქმიანობისა;
🔸 მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაადგილებით მომსახურებისა;
🔸 საკვები პროდუქტის მიტანის მომსახურებისა (ე.წ. „დელივერი სერვისი“);
🔸 კერძო დაცვითი საქმიანობისა;
🔸 საადვოკატო საქმიანობისა;
🔸 ავტოტექმომსახურების გამწევი სუბიექტების საქმიანობისა;
🔸 პრესის ჯიხურებისა.

🔷 საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია, დამატებით განსაზღვროს იმ ეკონომიკური საქმიანობების ან/და ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ობიექტების/მეწარმე სუბიექტების ჩამონათვალი, რომლებიც არ იზღუდება და რომელთა ფუნქციონირებაც აუცილებელია საგანგებო მდგომარეობის პერიოდში.

🔷 ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ეკონომიკური საქმიანობების ან/და ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ობიექტების ჩამონათვალს საქართველოს მთავრობას წარმოუდგენენ საქართველოს სამინისტროები ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებით.

🔷 საგანგებო მდგომარეობის ვადით იკრძალება ღვინისა და ყურძნისეული წარმოშობის სხვა ალკოჰოლიანი სასმლის, აგრეთვე სპირტიანი სასმლისა და ლუდის სარეალიზაციო ობიექტების ფუნქციონირება.

🔷 საგანგებო მდგომარეობის ვადით რესტორნების, საზოგადოებრივი კვების ობიექტების, საწარმოებში/ორგანიზაციებში არსებული კვების ობიექტების საქმიანობა დასაშვებია მხოლოდ ადგილზე მიტანის ან პროდუქტის სატრანსპორტო საშუალებით გატანის (ე. წ. „დრაივის“) მომსახურებით სარეალიზაციო სივრცეში მომხმარებლის დაშვების გარეშე.

🔷 ყველა დაშვებული ეკონომიკური საქმიანობა, მიუხედავად ფორმისა და სახისა, უნდა განხორციელდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად

ახალი კორონავირუსის შესაძლო მასობრივი გავრცელების აღკვეთის და ქვეყნის წინაშე არსებული მზარდი გამოწვევის გათვალისწინებით ბიზნესმენებს დაიცვათ შემდეგი უსაფრთხოების წესები:

ახალი კორონავირუსის შესაძლო მასობრივი გავრცელების აღკვეთის და ქვეყნის წინაშე არსებული მზარდი გამოწვევის გათვალისწინებით, საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტის და ბრძანების, საქართველოს პარლამენტის დადგენილების, საქართველოს მთავრობის დადგენილების და განკარგულების, ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაციის და მასთან დაკავშირებული ყველა სამართლებრივი ნორმების თანახმად აჭარის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატა გთხოვთ, ბიზნესმენებს (რომლებსაც აღნიშნული საგანგებო მდგომარეობის დროს მიეცათ ეკონომიკური საქმიანობის უფლება) დაიცვათ შემდეგი უსაფრთხოების წესები:

🔵 საწარმოს ან საჯარო თავშეყრის ადგილზე მყოფ ყველა პირმა გამოიყენოს სამედიცინო პირბადე, თავსაბურავი და ხელთათმანი, ხოლო საწარმოს ტერიტორიაზე შემსვლელი უცხო პირი აღჭურვილი იქნას აღნიშნული დამცავებით

🔵 ასევე საწარმოს ტერიტორიაზე შემომსვლელ ყველა პირმა გამოიყენოს სპეციალური სადეზინფექციო საშუალება

🔵 სამუშაო ადგილის დალაგება, დასუფთავება და დაწმენდა მოხდეს მრავალჯერადად სპეციალური საშუალებებით და მოხდეს აღნიშნული საშუალებების თავდახურულ ჭურჭელში მოთავსება შემდგომი განადგურებისთვის

🔵 თანამშრომელმა მწვავე რესპირაციული დაავადების სიმპტომის არსებობის შემთხვევაში მიმართოს ექიმს, აგრეთვე აცნობოს საწარმოს ადმინისტრაციას, თუ საჭიროა თვითიზოლაციის რეჟიმში გადასვლა

🔵 აკრძალულია საჯარო სივრცეში ფიზიკურ პირთა 10-ზე მეტი რაოდენობით თავშეყრა

🔵 საწარმოს თანამშრომლებმა უნდა დაიცვან არანაკლებ 2 მეტრის სოციალური დისტანცია

🔵 პერსონალის მიერ ხელების დაბანა მოხდეს ხშირად, თხევადი საპნით და წყლით; ერთჯერადი
ხელსახოცით ხელის გამშრალების შემდეგ მოხდეს ხელების დეზინფექცია არანაკლებ 70%-იანი სპირტის შემცველი ხსნარით ან ანალოგიური ეფექტის მქონე სხვა სადეზინფექციო ხსნარით;

🔵 გაზრდილი სიხშირით მოხდეს ყველა იმ ზედაპირის და ინვენტარის რეცხვა-დეზინფექცია, რომელსაც შეხება აქვს სურსათთან, სადეზინფექციო და სარეცხი საშუალებებისათვის დაშვებული მაქსიმალური კონცენტრაციით;

🔵 სამუშაოს დაწყების წინ გაკონტროლდეს პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობა (ხველა, სუნთქვის უკმარისობა, ტემპერატურა).

🔵 სამგზავრო ავტოსატრანსპორტის საშუალებით მგზავრის გადაყვანის პროცესში მკაცრად უნდა იყოს დაცული უსაფრთხოების, ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, გარემოსა და საკუთრების დაცვა;

🔵 მგზავრთა გადამყვანი სამგზავრო ავტოსატრანსპორტის საშუალებების ტექნიკური და სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა უნდა შეესაბამებოდეს მოქმედი საგზაო მოძრაობის წესებით, დამამზადებლის ინსტრუქციებით, სტანდარტებით, წინამდებარე წესითა და საქართველოს კანონმდებლობით მათ მიმართ დადგენილ მოთხოვნებს.

🔵 მგზავრების ჩასხდომამდე უნდა მოხდეს ავტოტრანსპორტის დამუშავება სპეციალური სადეზინფექციო საშუალებით

🔵 ავტოტრანსპორტში მგზავრები გვერდიგვერდ არ უნდა ისხდნენ

🔵 ავტოტრანსპორტში მსხდომ ყველა პირს უნდა ეკეთოს სპეციალური პირბადე, თავსაბურავი და ხელთათმანი