კოვიდ 19 -ის ბიზნესზე გავლენის შესაფასებლად ჩატარებული კვლევები

2569

აჭარის ა.რ სავაჭრო – სამრეწველო პალატამ კოვიდ 19 -ის ბიზნესზე გავლენის შესაფასებლად კვლევა ჩაატარა

📊გამოკითხვაში 250-მა მეწარმემ მიიღო მონაწილეობა, რომელთა ძირითადი ნაწილი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელია.

📈📉კვლევა მოიცავს აჭარის რეგიონში 23 – 28 მარტის ჩათვლით, კერძო სექტორზე ეკონომიკური საქმიანობის საყოველთაო შეზღუდვების დაწესებამდე პერიოდს.

🔲კვლევის საკითხები თანამშრომელთა სამუშაო ადგილებიდან დათხოვნას, არსებულ პირობებს და კორონავირუსით გამოწვეულ შეზღუდვებს შეეხო.

🔲რესპოდენტთა გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა, რომ დასაქმებულთა 74.3 % შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე იქნა დათხოვილი და დათხოვილი თანამშრომლები (43.5%) ხელფასის სრულად შენარჩუნებით გადავიდნენ დისტანციური მუშაობის რეჟიმში, ნაწილობრივი ანაზღაურებით (8.8%), ანაზღაურების გარეშე (45.1%) ან ფასიან შვებულებაში (2,6 %).

🔲დასაქმებულთა 1.4 % განაგრძობს მუშაობას ადგილზე ნაწილობრივი ანაზღაუარებით. შექმნილმა ვითარებამ მხოლოდ დასაქმებულთა ნაწილზე არ იქონია გავლენა (24.3%).

🔲არსებულ ვითარებას ბიზნესის შემაფერხებლად მიიჩნევს გამოკითხულთა 90.8%. მათ შორის ყველაზე აქტუალურ პრობლემად ფიქსირდება ორგანიზაციის რეალიზაციის/შემოსავლის გაჩერება (42%), საგადასახადო და საბანკო ვალდებულებები (18%), მარაგების შეძენის პრობლემა (9.2%), კომუნალური გადასახადები (5.6%), ვალდებულებები დასაქმებულთა მიმართ (6%), სხვა დარნარჩენი სხვადასხვა სახის პრობლემა (10%).

🔲ამასთან, ტურიზმის სფეროში დასაქმებული კომპანიების უმრავლესობას (გამოკითხულთა შორის 30.4% იყო სასტუმროები და ტურისტული კომპანიები) ჯავშნები სრულად გაუუქმდათ.

🔲მეწარმეთა ნაწილი აცხადებს, რომ არსებულ მდგომარეობას სამეწარმეო საქმიანობაში არსებითი ცვლილებები არ გამოუწვევია (9.2%).