მიმდინარეობს საიტის რეკონსტრუქცია მიმდინარეობს საიტის რეკონსტრუქცია

სიახლე

საერთაშორისო მედია კომპანია Kaori Media-ს წარმომადგენლობის ვიზიტი პალატაში

სავაჭრო სამრეწველო პალატის თავმჯდომარე გიორგი რომანაძე საერთაშორისო მედია კომპანია Kaori Media-ს დამფუძნებელს და ბიზნეს ჟურნალისტს გრეგუარ ასელინის და პროექტის დირექტორს პიერ მუგლიას შეხვდა. Kaori Media-ს...

ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩის ვიზიტი პალატაში

სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარემ გიორგი რომანაძემ ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ედიტე მედნესეს უმასპინძლა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. პალატის...

არაბთა გაერთიანებული საემიროების ელჩის ვიზიტი პალატაში

აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე გიორგი რომანაძე საქართველოში არაბთა გაერთიანებული საემიროების ელჩს  აჰმედ ალ ნუაიმის  შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს...

ირანის ისლამური რესპუბლიკის გენერალური კონსულის ვიზიტი პალატაში

აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატას ირანის ისლამური რესპუბლიკის გენერალური კონსული ქ. ბათუმში ჰოსეინ ზაფარ ყასემფური და ვიცე კონსული ეწვივნენ. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. პალატის თავმჯდომარე გიორგი...

სკოლა-ბიზნესის ფორუმის მონაწილე მოსწავლეები პალატაში

აჭარის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატას სკოლა-ბიზნესის ფორუმის მონაწილე მოსწავლეები ესტუმრნენ.  პალატის თავმჯდომარემ  გიორგი რომანაძემ უმასპინძლა მოსწავლეებს, გააცნო მათ პალატის საქმიანობა და  ესაუბრა მომავალი დამსაქმებებლებისთვის სამეწარმეო...

კონფერენცია – ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონი – უახლესი პრაქტიკა და აქტუალური საკითხები

ბათუმში  საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით კონფერენცია - ,,მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონი - უახლესი პრაქტიკა და აქტუალური საკითხები გაიმართა. შეხვედრას უძღვებოდნენ შესაბამისი სფეროს პროფესიული და აკადემიური წრეების...

აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის სერვისები

იურიდიული კონსულტაცია-მომსახურება

თუ თქვენ იწყებთ ბიზნესს და გინდათ ერთი ფანჯრის პრინციპით ერთ დღეში მოამზადოთ ყველა საჭირო დოკუმენტაცია მომართეთ იურიდიულ დეპარტამენტს, თქვენ იმავე დღეს მიიღებთ შედეგს და პირველ წარმატებულ ნაბიჯს გადადგამთ ასსპა-სთან ერთად.< ასევე განყოფილება ბიზნესმენებს თავაზობს სწრაფად ხელშეკრულების მომზადებასა და ინვოისის შედგენას.

ბიზნეს კონსულტაცია, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა

მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით ასსპა ახორციელებს იურიდიულ და ბიზნეს კონსულტაციებს, გასცემს ინფორმაციას პრივატიზების პროცესის, საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის, ეკონომიკური განვითარების ტენდენციების შესახებ და ეხმარება დამწყებ ბიზნესმენებს და ინვესტორებს ბიზსნესის დაფუძნებაში და ყოველმხვრივ ზრუნავს აჭარის რეგიონის საინვესტიციო გარემოს შემდგომი გაუმჯობესებისათვის.

თქვენი ბიზნესის ხმა

აჭარის სავაჭრო სამრეწველო პალატა მუდმივად ჩართულია საწარმოების წინაშე დაყენებული საკითხების განხილვისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ასსპამ შეიმუშავა მარტივი და მოქნილი განაცხადის ფორმა, რომელიც იძლევა საშუალებას ონლაინ რეჟიმში სწრაფად მოხდეს თქვენი ბიზნეს პრობლემატური საკითხების შესწავლა-ანალიზი და მათი გადაწყვეტა.

მთარგმენლობითი მომსახურება

აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული სათარჯიმნო ბიუროს კვალიფიციური თარჯიმნების გუნდი გთავაზობთ ნებისმიერი სირთულის და სპეციფიკის ტექსტის პროფესიონალურ თარგმნას.

აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატა გთავაზობთ ასსპა-ს წევრობას

აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატა (ასსპა) არის ერთ-ერთი გავლენიანი ბიზნეს ორგანიზაცია საქართველოში. ასსპა წარმოადგენს შუამავალ რგოლს მეწარმე სუბიექტებსა და სახელმწიფო ორგანოებს შორის. იგი მუდმივად ჩართულია საწარმოების წინაშე დაყენებული საკითხების განხილვისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. როგორც აჭარის ბიზნესის ხმა, პალატის ძირითადი მიზანია ასსპა-ს წევრების ბიზნეს ინტერესების დაცვა ადგილობრივ და ასევე ცენტრალურ ხელისუფლებაში, საქართველოს პარლამენტში და სახელმწიფო მარეგულირებელ ორგანოებში. ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, ასსპა არასამუშაო, უქმე და დასვენების დღეებში მეწარმეებს სთავაზობს სხვადასხვა სახის სერვისებს. ასსპა-ში გაწეულ ნებისმიერ სერვისზე პალატის წევრებისათვის მოქმედებს მომსახურების შეღავათიანი ტარიფები.

ეწვიეთ აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის Facebook გვერდს

პარტნიორები

მისამართი

ბათუმი ა. მელაშვილის ქ. N26

ტელეფონის ნომერი

(+995 422) 27 28 41

ელ-ფოსტა

ajarachamber@gmail.com info@acci.ge