საქმიანი ვიზიტი თურქეთში

497

2023 წლის 5-6 დეკემბერს აჭარის ა/რ სავაჭრო სამრეწველო პალატის თავმჯდომარე გიორგი რომანაძე, თავმჯდომრის მოადგილე ნუგზარ მიქელაძე, დამოუკიდებელ მრეწველთა და ბიზნესმენთა ასოციაცია მუსიად ბათუმის ფილიალის თავმჯდომარე ჰამზა ქოსე და ასოციაციის წევრები საქმიანი ვიზიტით თურქეთში იმყოფებოდნენ.

პალატის დელეგაცია ჩორუმის სავაჭრო სამრეწველო პალატის და ადგილობრივ ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა მუსიად ჩორუმის ფილიალში გაიმართა.

მხარეებმა თურქეთ-საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობაზე ისაუბრეს,  ყურადღება დაეთმო საქართველოს, თურქეთსა და ევროკავშირს შორის დიაგონალური კუმულაციის ამოქმედების შესაძლებლობებს. ორმხრივი მოლაპარაკებები გაიმართა ქართველ და თურქ ბიზნესმებს შორის.

ვიზიტის ფარგლებში ქართული დელეგაცია სამსუნის სავაჭრო პალატას ეწვია. შეხვედრაზე მხარეებმა  თურქეთისა და საქართველოს მჭიდრო  ურთიერთობებზე,  საინვესტიციო გარემოსა  და ქართულ – თურქული ეკონომიკური თანამშრომლობის შესაძლებლობებზე ისაუბრეს.

ასევე საქმიანი შეხვედრა შედგა მუსიადის ქალაქ  სამსუნის ფილიალში, სადაც სამსუნის მუსიადის  წევრებსა და  ქართული დელეგაციის წარმომადგენლებს შორის  B2B მოლაპარაკებები გაიმართა.