იაპონიის საელჩოს პირველი მდივნის ვიზიტი პალატაში

340
აჭარის სავაჭრო პალატის თავმჯდომარემ, გიორგი რომანაძემ იაპონიის საელჩოს პირველ მდივანს, იდა მასაშის უმასპინძლა.
შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და იაპონიას შორის ინვესტიციების ხელშეწყობის და ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაზე იმსჯელეს. ყურადღება გამახვილდა ბიზნესის ძირითად მიმართულებებზე რეგიონში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროებს.
იდა მასაშმა საქართველოსა და იაპონიას შორის თანამშომლობის ერთობლივი საკრედიტო მექანიზმზე,Joint Crediting Mechanim (JCM), ისაუბრა. პროექტი Joint Crediting Mechanism (JCM) ითვალისწინებს მოწინავე დეკარბონიზაციის ტექნოლოგიების, პროდუქტების, სისტემების და ინფრასტრუქტურის გავრცელების ხელშეწყობას , ასევე შემარბილებელი ღონისძიებების განხორციელებას და ხელს უწყობს ქვეყნების მდგრად განვითარებას.
შეხვედრის ბოლოს მხარეებმა მჭიდრო თანამშრომლობის და მხრადაჭერისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პალატის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნინო დოლიძე და პალატის თავმჯდომარის მრჩეველი დიპლომატიურ საკითხებში ლაშა ბოლქვაძე.