შეხვედრა პალატის წევრებთან ბიზნეს მედიაციის კვირეულის ფარგლებში

331

 

25 აპრილს, სასტუმრო მერი დიანში, საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრებისათვის შეხვედრა გამართა, რომელიც მედიაციის გზით  ბიზნეს კატეგორიების დავების გადაწყვეტის უპირატესობებს მიეძღვნა.

ღონისძიება ბიზნეს მედიაციის კვირეულის ფარგლებში გაიმართა და მისი მიზანი მედიაციის, როგორც დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალების, განვითარებისა და მისი ქვეყნის სამართლებრივი სისტემის განუოფელ ნაწილად ქცევის ხელშეწყობა იყო.

შეხვედრა საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ – ირაკლი ყანდაშვილმა გახსნა; სიტყვით გამოვიდნენ აჭარის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე გიორგი რომანაძე და  USAID კანონის უზენაესობის პროგრამის წარმომადგენელი გიორგი ჩხეიძე.

შეხვედრაძე წარმოდგენილი იყო პრეზენტაციები:

,,მედიაციის სარგებელი ბიზნესისთვის’’-საერთაშორისო ექსპერტი მედიაციაში და დავების გადაწყვეტის ალტერნატიულ მექანიზმებში, SIDRA-ს დირექტორი  ნადია ალექსანდერი;

,,მედიაცია საქართველოში – ადგილობრივი პერსპექტივა ბიზნესისთვის’’- ირაკლი ყანდაშვილი – საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე.

ღონისძიება აჭარის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის  და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით განხორციელდა.