აჭარის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა პროფესიული განათლების ხელშეწყობისა და პროფესიულ სასწავლებლებსა და ბიზნეს-სექტორს შორის თანამშრომლობის საკითხებს ეხებოდა.
სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ სავაჭრო პალატის თავმჯდომარე გიორგი რომანაძე, თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნინო დოლიძე, პროფესიული უნარების სააგენტოს დირექტორი თამარ ქიტიაშვილი, აჭარის დასაქმების სააგენტოს დირექტორი თემურ კახიძე და კოლეჯი “ბლექსი”-ს დირექტორი გიორგი გოგიტიძე.
მხარეებმა ისაუბრეს მეწარმე სუბიექტების პროფესიული განათლების დონისა და კვალიფიკაციის ამაღლების მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით პროფესიული განათლების სფეროში კერძო სექტორის ჩართულობის გაზრდაზე. დაიგეგმა მომავალი თანამშრომლობის მიმართულებები და ერთობლივი საქმიანობები. სავაჭრო პალატა, როგორც ბიზნეს სექტორის მხარდამჭერი ორგანიზაცია და პალატასთან არსებული ააიპ “პროფესიული უნარების განვითარების ასოციაცია” აქტიურად ითანამშრომლებს ამ მიმართულებით პარტნიორ ორგანიზაციებთან.