აჭარის სავაჭრო სამრეწველო პალატას თურქეთის რესპუბლიკის გენერალური კონსული რიზა ქააღან ილმაზმი და საკონსულოს სავაჭრო ატაშეები დიდემ დირლიქ სონღური და ჯენბერკ გუზელი ეწვივნენ.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხები, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები და ხელშეწყობის მექანიზმები. საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოსა და ბიზნეს შესაძლებლობებს, ქვეყნებს შორის ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით თანამშორმლობის გაღმავებას, დიაგონალური კუმულაციის პოპულარიზაციის საჭიროებას.
შეხვედრაზე გიორგი რომანაძემ ხაზი გაუსვა რეგიონალური სავაჭრო-სამრეწველო პალატების როლს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მზარდ დინამიკაში, ისაუბრა პალატაში არსებულ საარბიტრაჟო სასამართლოზე, როგორც დავის მოგვარების ალტერნატიულ საშუალებაზე. ასევე ისაუბრა მეწარმეებსა და ინვესტორებს შორის პირდაპირი კავშირების დამყარების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები გააძლიერებს ეკონომიკურ კავშირებს და გახსნის ახალ გზებს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.
შეხვედრის ბოლოს მხარეები შეთანხმდნენ პალატისა და საკონსულოს მომავალი თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებებზე.
შეხვედრას ესწრებოდნენ სავაჭრო პალატის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნინო დოლიძე და პალატის თავმჯდომარის მოადგილე ნუგზარ მიქელაძე.