აჭარის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე გიორგი რომანაძე სამსუნის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარეს-სალიჰ ზექი მურზიოღლუს შეხვდა.
შეხვედრა თურქეთის რესპუბლიკაში სავაჭრო პალატის დელეგაციის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შედგა.
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე, ეკონომიკურ, სამეწარმეო, ინდუსტრიულ და სასოფლო-სამეურნეო სფეროებში არსებულ გამოცდილებაზე ისაუბრეს.
შეხვედრის დასასრულს მხარეები სავაჭრო-სამრეწველო ურთიერთობების გაღრმავებასა და მომავალი თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის გაფორმებაზე შეთანხმდნენ.
პალატის დელეგაციას ასევე წარმოადგენდნენ: სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარის მოადგილე ნუგზარ მიქელაძე, აღმასრულებელი დირექტორი ედნარ ბოლქვაძე და მრჩეველი დიპლომატიურ საკითხებში ლაშა ბოლქვაძე.