საერთაშორისო მედია კომპანია Kaori Media-ს წარმომადგენლობის ვიზიტი პალატაში

380

სავაჭრო სამრეწველო პალატის თავმჯდომარე გიორგი რომანაძე საერთაშორისო მედია კომპანია Kaori Media-ს დამფუძნებელს და ბიზნეს ჟურნალისტს გრეგუარ ასელინის და პროექტის დირექტორს პიერ მუგლიას შეხვდა.

Kaori Media-ს ეკონომიკური ჟურნალისტების ჯგუფი აწარმოებს მედია კამპანიას საქართველოს ეკონომიკური, ტექნიკური და გარემოსდაცვითი პერსპექტივების შესახებ. ინფორმაცია  გამოქვეყნდება Khaleej Times-ში,  რომელიც  ყველაზე ტირაჟიანი ინგლისურენოვანი  გაზეთია არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში და   ლიდერია ციფრული ინფორმაციის სფეროში თვეში 4,5 მილიონზე მეტი  ვიზიტორით.

ინტერვიუს დროს პალატის თავმჯდომარემ ისაუბრა  სავაჭრო-სამრეწველო პალატის როლზე, საქმიანობაზე , დაგეგმილ ღონისძიებებზე, ბიზნეს გარემოსა და საინვესტიციო პოტენციალზე. ასევე ისაუბრა  საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური თანამშრომლობის შეთანხმების შესახებ.

Kaori Media-ს   პროექტის მიზანია საქართველოს საერთაშორისო პროფილის ამაღლება არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში  და   საინვესტიციო,  სავაჭრო და ტურისტული შესაძლებლობების წარმოჩენა.

შეხვედრას ესწრებოდნენ პალატის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნინო დოლიძე და სერტიფიცირების  და ექსპერტიზის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი სამნიძე.