EBRD-ის მმართველი გუნდის ვიზიტი პალატაში

831

აჭარის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარეს გიორგი რომანაძეს ვიზიტით ეწვია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მმართველი გუნდი, ასოცირებული დირექტორის ჰესტერ კუტანშის ხელმძღვანელობით.
შეხვედრა ,,EU-EBRD-ის კონკრეტული ქვეყნის საინვესტიციო კლიმატის მიმოხილვა და სამოქმედო გეგმები’’ პროექტს მიეძღვნა.
პროექტი, რომელიც ხორციელდება DG NEAR-ის დაფინანსებით, ორი კომპონენტისგან შედგება: საინვესტიციო კლიმატისა და კერძო სექტორის განვითარების ძირითადი შეზღუდვების შეფასება და ICAP-ის მეშვეობით გამოვლენილი პრიორიტეტული ტექნიკური დახმარების განხორციელება.
შეხვედრაზე მხარეები შეეხენ გამოწვევებსა და სირთულეებს, რომლებიც პანდემიისა და რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ შეექმნა ადგილობრივ ბიზნესს. ისაუბრეს ბიზნესის პრიორიტეტულ მიმართულებებსა და სამომავლო გეგმებზე. მხარეებმა გამოთქვეს სურვილი გაგრძელდეს ნაყოფიერი თანამშრომლობა ახალი პრიორიტეტული მიმართულებების გათვალისწინებით.
შეხვედრას ესწრებოდნენ აჭარის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნინო დოლიძე, სერტიფიცირებისა და ექსპერტიზის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი სამნიძე.