პალატის დელეგაცია ,,ბათუმის დღეებზე” ტრაპიზონში

75

აჭარის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე გიორგი რომანაძე დელეგაციის წევრებთან ერთად ქალაქ ტრაპიზონში “ბათუმის დღეებთან” დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა.
ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში პალატის თავმჯდომარე ტრაპიზონის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარეს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას რეგიონის ეკონომიკური განვითარებისთვის, ისაუბრეს თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე.
დელეგაცია ტრაპიზონში ,,ბათუმის დღეების” ფარგლებში ბიზნესფორუმის გახსნას დაესწრო. ფორუმში საქართველოს და თურქეთის ბიზნესის სფეროების წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას.
აჭარის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის დელეგაციას წარმოადგენდნენ ასევე პალატის თავმჯდომარის მოადგილე ნუგზარ მიქელაძე, აღმასრულებელი დირექტორი ედნარ ბოლქვაძე, მრჩეველი დიპლომატიურ საკითხებში ლაშა ბოლქვაძე, პალატის თავმჯდომარის მრჩეველი ლეილა გოგიტიძე, სერტიფიცირების განყოფილების უფროსი ლაშა ბოლქვაძე.