ელექტრონული კომერციის ტრენინგები პალატაში

943

აჭარის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატაში რეგიონის მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის ელექტრონული კომერციის ტრენინგები ტარდება.
ტრენინგი ჩეხეთის მთავრობის პროექტის “ახალი უნარები და შესაძლებლობები მცირე და საშუალო ბიზნესს ვაჭრობის განვითარებისთვის” ფარგლებში ტარდება. პროექტს ჩეხეთის განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობით ანხორციელებს აჭარისა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატა.
ელექტრონული კომერციის ტრენინგს ჩეხი ექსპერტი მილოშ ნოვოტნი უძღვება.
აჭარის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარემ გიორგი რომანაძემ უმასპინძლა ჩეხ სტუმრებს. შეხვედრაზე მხარეებმა მიმდინარე პროექტზე ისაუბრეს.
პროექტის ფარგლებში აჭარის ა/რ სავაჭრო სამრეწველო პალატასა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს პარტნიორი კომპანია – გეოტესტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.