ბათუმში, აჭარის არ-ის სავაჭრო სამრეწველო პალატაში, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ადგილობრივი მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის ელექტრონული კომერციის ტრენინგები ჩატარდება.
ტრენინგები ერთდღანია. მონაწილეობა – უფასო.
შეხვედრის ფარგლებში, მეწარმეები შემდეგ საკითხებს გაეცნობიან:
- როგორ შევქმნათ ელექტრონული მაღაზია;
- წარმატებული ელექტრონული კომერციისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურა;
- მარკეტინგი და სოციალური ქსელები.
ტრენინგებს გაუძღვება ჩეხი ექსპერტი – მილოშ ნოვოტნი.
დაგეგმილია 80-მდე მეწარმის დატრენინგება 3 დღის განმავლობაში: 26, 27 და 28 ივლისს.
მონაწილეობის მსურველებს შესაძლებლობა ეძლევათ აირჩიონ სასურველი თარიღი და გაიარონ რეგისტრაცია ბმულზე: https://forms.gle/jAm6fKtsPJFyfr5F6