საქართველო-ჩეხეთის ბიზნეს ფორუმი

407
ბათუმში საქართველო-ჩეხეთის ბიზნეს ფორუმი გაიმართა.
ღონისძიება აჭარის მთავრობის, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს, აჭარის არ სავაჭრო-სამრეწველო პალატის და ჩეხეთის სავაჭრო პალატის ორგანიზებით ჩატარდა.
ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ გახსნა.
ფორუმზე მონაწილეობდა წამყვანი ჩეხური და აჭარის რეგიონის 100-ზე მეტი ბიზნეს კომპანია.
ღონისძიების ფარგლებში ჩეხურ და ქართულ კომპანიების წარმომადგენლებს შორის ორმხრივი ბიზნეს შეხვედრები შედგა. კომპანიებს პარტნიორების, ინვესტიციების მოძიებისა და მომავალი თანამშრომლობის შესაძლებლობა მიეცათ.
საინვესტიციო ფორუმს აჭარის მთავრობის წევრები, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის თავმჯდომარე მილოშ ვისტრჩილი, ჩეხეთის მრეწველობის და ვაჭრობის მინისტრის მოადგილე პეტრ ტრჟეშნიაკი, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე გიორგი რომანაძე, ჩეხეთის სავაჭრო პალატის ვიცე პრეზიდენტი რადეკ იაკუბსკი და და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.