შეხვედრა თურქული სავაჭრო გადაზიდვების კომპანია SUVARI-ის წარმომადგენლობასთან

1046
აჭარის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე გიორგი რომანაძე თურქული სავაჭრო გადაზიდვების კომპანია SUVARI-ის მმართველ დირექტორს ისმაილ თერზის, ამავე კომპანიის პროექტის ტვირთების ექსპლუატაციის მენეჯერს მუსტაფა თანრისევენს და შპს ‘’ნეოიბერია ჯგუფის’’ აღმასრულებელ დირექტორს ზვიად ჩხარტიშვილს შეხვდა.
შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. კომპანია SUVARI ანხორციელებს საზღვაო, სახმელეთო და სარკინიგზო გადაზიდვებს რეგიონში. კომპანია გეგმავს გააფართოვოს საქმიანობა და გახსნას წარმომადგენლობა ბათუმში, სადაც რამდენიმე ათეული ადამიანი დასაქმდება.
პალატის თავმჯდომარემ სტუმრებს პალატის საქმიანობა და სერვისები გააცნო, გამოთქვა მზაობა იყოს შუამავალი სამთავრობო სტრუქტურებთან კომუნიკაციაში და უზრუნველყოს იურიდიული დახმარება.
შეხვედრას ესწრებოდნენ აჭარის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარის მოადგილე ნუგზარ მიქელაძე და აჭარის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარის მრჩეველი ლოჯისტიკის საკითხებში თამაზ თურმანიძე.