აჭარის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარემ გიორგი რომანაძემ თურქულ დელეგაციას უმასპინძლა. პალატაში ვიზიტით იმყოფებოდნენ ტრაპიზონის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე სუათ ჰაჯისალიოღლი, გამგეობის თავმჯდომარის მოადგილეები მურათ ზექი სოლაკი და თოლგა ავჯი, ქ. ტრაპიზონში საქართველოს გენერალური კონსული გელა ჯაფარიძე, გენერალური კონსულის მოადგილე გიორგი ქუშიტაშვილი, თურქეთ-საქართველოსბიზნეს საბჭოს თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე.
შეხვედრის მსვლელობისას მხარეებმა ისაუბრეს პანდემიის მიერ შექმნილ ეკონომიკურ კრიზისზე, ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ და საინვესტიციო გარემოზე. საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის ახალი ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობას სხვადასხვა სფეროში.
შეხვედრას ესწრებოდნენ: აჭარის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნინო დოლიძე, აჭარის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარის მოადგილე ნუგზარ მიქელაძე, პალატის თავმჯდომარის მრჩეველი საინვესტიციო საკითხებში თამაზ შავაძე და პალატის თავმჯდომარის მრჩეველი დიპლომატიურ საკითხებში ლაშა ბოლქვაძე.