თურქული დელეგაციის ვიზიტი პალატაში

999

17.12.21. აჭარის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატას თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ჩარშამბას სავაჭრო სამრეწველო პალატის თავმჯდომარე აჰმედ ილმაზი,  სამსუნისა და სტამბულის  ანადოლუს სამედიცინო ცენტრის  გენერალური დირექტორის მოადგილე ფათიხ ესენი,  სამსუნის უნივერსიტეტის და კერძო საავადმყოფოების ასოციაციის წევრი პროფესორები: ნიზამეტტინ კოჩკარა, აჰმეთ ისსინ, ვოლკან გური სტუმრობდნენ.

შეხვედრას ესწრებოდნენ აჭარის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე გიორგი რომანაძე, პალატის  თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნინო დოლიძე, აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მარინა ზანაქიძე, აჭარის ა/რ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე თამაზ ახვლედიანი, აჭარის ა/რ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და რეკლამის სამსახურის ხელმძღვანელი ნინო ხახუბია, პალატის თავმჯდომარის მრჩევლები თამაზ შავაძე და ლაშა ბოლქვაძე.

სამედიცინო ტურიზმი თურქეთში განსაკუთრებით აქტუალურია და მსოფლიო ქვეყნებს შორის მაჩვენებლით მესამე ადგილი უკავია. თურქეთის წამყვანი კლინიკები პაციენტებს  სტანდარტების შესაბამის სამედიცინო მომსახურებას და პერსონალის კვალიფიკაციის მაღალ დონეს  სთავაზობენ.  საქართველოდან სამედიცინო მომსახურების მიღების მსურველთა რაოდენობა ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა. პანდემიამ გარკვეული სირთულეები შექმნა ამ მიმართულებით. თურქული დელეგაციის ვიზიტის მიზანია თანამშრომლობა სამედიცინო ცენტრებთან და სამედიცინო მომსახურების გაწევა ადგილობრივ კლინიკებში. პაციენტებს მიეცემათ საშუალება მიიღონ კვალიფიციური მკურნალობა  თურქეთში გამგზავრების გარეშე.

შეხვედრაზე განიხილეს  მომავალი თანამშრომლობის მიმართულებები, დაიგეგმა  ერთობლივი შეხვედრები სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან.