შეხვედრა HICD პროექტის წარმომადგენლებთან

67

9.12.21. აჭარის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე გიორგი რომანაძე და თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნინო დოლიძე, USAID- ის  ადამიანური და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების პროექტის (HICD) მენეჯერს დავით ძებისაშვილს და USAID-ის ადამიანური და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების პროექტის(HICD) დირექტორს რომან ცუცქირიძეს შეხვდნენ.

HICD პროექტი კომპლექსური მიდგომების გამოყენებით და ადამიანის პროდუქტიულობის ამაღლების ტექნოლოგიებზე დაყრდნობით, უზრუნველყოფს პარტნიორი ორგანიზაციების მუშაობის სისტემურ გაუმჯობესებას,

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ორგანიზაციებს  დამოუკიდებლად გამოავლინონ და გადაჭრან პროდუქტიურობის კუთხით არსებული ხარვეზები.  პროექტის ფარგლებში დაარსდება განვითარების ცენტრი, როგორც  HICD-ის სფეროში ცოდნის გაზიარებისა და გაცვლის ეფექტიანი ქსელი.

პროექტი  გააძლიერებს ადგილობრივი საკონსულტაციო ორგანიზაციების ცოდნას და შესაძლებლობებს, განავითარებს მათ ორგანიზაციულ სისტემებს, პოლიტიკასა და პროცედურებს დონორთა მსხვილი პროექტების დამოუკიდებლად განსახორციელებლად.

HICD პროექტი ასევე უზრუნველყოფს USAID-ის პროგრამებისთვის J-1 ვიზის მისაღებად საჭირო პროცედურების განხორციელებას. პროექტი მჭირდოდ ითანამშრომლებს USAID-ის სხვა პროექტებთან და დაეხმარება მათ ორგანიზაციული და ტექნიკური უნარების განვითარებასა და სექტორული ცოდნის გაღრმავებაში.

შეხვედრაზე  დაწვრილებით ისაუბრეს პროექტის მიზნებსა და მოსალოდნელ შედეგებზე.  მხარეები  შეთანხმდნენ მომავალ თანამშრომლობაზე.