USAID ,,დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის’’

934

02.12.2021 აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატაში ვიზიტით იმყოფებოდნენ  USAID ეკონომიკური განვითარების ოფისის პროექტების მენეჯერი მარინა ქუთათელაძე, USAID ,,დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის’’ პროგრამის ხელმძღვანელი როზა ჩიაპე, USAID ,,დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის’’ პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე საბა სარიშვილი და USAID ,,დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის’’ პროგრამის, კერძო სექტორის ჩართულობის კომპონენტის ხელმძღვანელი ირინა წეროძე.

შეხვედრაზე დეტალურად ისაუბრეს პროექტზე და აღნიშნეს, რომ  სავაჭრო სამრეწველო პალატის აქტიური და მდგრადი ჩართულობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს  პროექტის წარმატებით განხორციელებას.

აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ახალი ხუთწლიანი პროგრამა “დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის”,  მიზნად ისახავს დამსაქმებლებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლობის სტიმულირებას, კერძო სექტორთან თანამშრომლობით პროფესიული პროგრამების შემუშავებასა და ხარისხის საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრების ხელშეწყობას. პროგრამა დაეხმარება სტუდენტებს, პროფესიონალებსა და დასაქმების მაძიებლებს, განავითარონ შრომის ბაზრის მოთხოვნის შესაბამისი უნარები და დასაქმდნენ, რაც, საბოლოოდ, ჩვენს ქვეყანაში უმუშევრობის შემცირებასა და მდგრადი ეკონომიკის განვითარებას უზრუნველყოფს.

შეხვედრას ესწრებოდნენ აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე გიორგი რომანაძე, აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის პირველი მოადგილე ნინო დოლიძე, აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის მოადგილე თამაზ თურმანიძე.