აზერბაიჯანის რესპუბლიკის  გენერალური კონსულის ვიზიტი პალატაში

40

11.11.2021 აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარეს, გიორგი რომანაძეს, საპატიო ვიზიტით  ეწვია აზერბაიჯანის რესპუბლიკის  გენერალური კონსული  ქ. ბათუმში პარვიზ ისმაილზადა

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს  ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებზე, განხილულ იქნა მიმდინარე წლის დეკემბერში  აზერბაიჯანის მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის სააგენტოს (KOBIA) მიერ დაგეგმილი  ბიზნეს ფორუმის ჩატარების საკითხები. ფორუმის მიზანია სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების გაძლიერება, საქართველოში ინვესტირებითა და ბიზნესის წარმართვით დაინტერესებული აზერბაიჯანული კომპანიებისათვის აქ არსებული ბიზნესგარემოსა და შესაძლებლობების გაცნობა, “B2B” ფორმატის შეხვედრები.

ბატონმა პარვიზ ისმაილზადამ აღნიშნა, რომ საქართველოში  ორასამდე აზერბაიჯანული კომპანია ფუნქციონირებს, თუმცა აჭარის რეგიონის შესაძლებლობებს ნაკლებად იცნობენ და გამოთქვა მზაობა განხორციელდეს  აზერბაიჯანული  დელეგაციის ვიზიტი რეგიონის საინვესტიციო გარემოსა და შესაძლებლობების გაცნობის მიზნით.

საუბრის დასასრულს მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა  მაქსიმალურად ხელი შეუწყონ ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას.

შეხვედრას   ესწრებოდა აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარის  მრჩეველი საინვესტიციო საკითხებში თამაზ  შავაძე.