შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს წარმომადგენლების ვიზიტი აჭარის სავაჭრო სამრეწველო პალატაში

56

 

აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატაში ვიზიტით იმყოფებოდნენ კავკასიის ალიანსების პროგრამის  დონორი ორგანიზაციის – შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს წარმომადგენლები   დანიელ მევლი (სააგენტოს ხელმძღვანელი), ფლორენს ჯოლიდონი  და თეიმურაზ ხომერიკი, კავკასიის ალიანსების პროგრამის ხელმძღვანელი ჰელენ ბრადბური და მოადგილე გიორგი სადუნიშვილი.

ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა  თანამშრომლობის საკითხების განხილვა, საინფორმაციო-საკონსულტაციო სივრცე ,, ქალთა ოთახი’’-სა და აჭარის მეფუტკრეობის ბიზნეს ასოციაციის საქმიანობის გაცნობა.

შეხვედრაზე ისაუბრეს ერთობლივად განხორციელებულ პროექტებსა და შედეგებზე, წარმოდგენილი იყო მეწარმე ქალთა ფორუმებისა და თაფლის ფესტივალების ფოტოები, ქალთა ოთახის პრეზენტაცია. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისა და დაახლოების სურვილი გამოთქვეს.

აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარემ  გიორგი რომანაძემ მადლობა გადაუხადა შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს   რეგიონში გაწეული საქმიანობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ მათი ჩართულობა და მხარდაჭერა რეგიონის განვითარების საქმეში მომავალშიც გაგრძელდება.