შეხვედრა შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოსა და საერთაშორისო ორგანიზაცია მერსი ქორფსის წარმომადგენლებთან

1159
აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე გიორგი რომანაძე და აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნინო დოლიძე შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს სოფლად მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების პროექტის ხელმძღვანელს რიჩარდ როუზს და საერთაშორისო ორგანიზაცია მერსი ქორფსის(Mercy Corps) წარმომადგენლობას შეხვდნენ.

სოფლად მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების პროგრამა, რომელიც შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა და ორგანიზაცია მერსი ქორფსის(Mercy Corps) მიერ ხორციელდება, მიზნად ისახავს სოფლად მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების გამართული მუშაობისა და ზრდის ხელშეწყობას. აჭარის არ სავაჭრო-სამრეწველო პალატა პროგრამის ერთ-ერთი მხარდამჭერია.მხარეებმა იმსჯელეს სხვადასხვა სექტორის წინაშე მდგარი გამოწვევების შესახებ და დაგეგმეს თანამშრომლობა პროექტის წარმატებით განხორციელების მიზნით.