საქმიანი შეხვედრა პალატაში

1295

აჭარის სავაჭრო სამრეწველო პალატისა და საერთაშორისო ორგანიზაცია მერსი ქორფსის წარმომადგენლობას შორის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

მხარეებმა შეხვედრაზე  წლების განმავლობაში დაგროვილი ერთობლივი თანამშრომლობა შეაჯამეს და განხორციელებული პროექტების მდგრადობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

შეხვედრის მონაწილეებს მერსი ქორფსის წარმომადგენლებმა თაფლის სექტორში დაგროვილი გამოცდილება და შედეგები გაუზიარეს, ასევე დარგის განვითარებაში პალატაში არსებული მეფუტკრეთა ასოციაციის როლსა და თაფლის ფესტივალის განახლებაზე გაამახვილეს ყურადღება.

შეხვედრაზე იმსჯელეს  ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაზე.

სამომავლოდ მხარებს შორის დაიგეგმა სამუშაო შეხვედრები და თანამშრომლობა თაფლის ექსპორტში დაგროვილი გამოცდილებისა და  ქალთა ეკონომიკური გაძლიერების   საკითხების გაზიარების მიზნით.

შეხვედრას ესწრებოდნენ აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე გიორგი რომანაძე, თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნინო დოლიძე, მერსი ქორფსის წარმომადგენლები ლელა ფუტკარაძე და გურანდა გოგიტიძე, პალატასთან არსებული მეფუტკრეთა ასოციაციის თავმჯდომარე მანანა ბოლქვაძე და პალატასთან არსებული ,,ღია სივრცე-ქალთა ოთახი“-ს წარმომადგენელი მთვარისა გოგუაძე.