შეხვედრა ხულოს მუნიციპალიტეტში

207
აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ნინო დოლიძემ და აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ირმა აფხაზავამ მაღალმთიან აჭარაში 2021 წელს დაგეგმილი საგრანტო პროგრამებისა და ქვეპროგრამების საპრეზენტაციო შეხვედრა გამართეს.
დასკვნითი შეხვედრა ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში შედგა.
აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის მიერ ერთობლივად შემუშავებული საგრანტო პროგრამებისა და ,,სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა“ პროგრამის მიზანია სასოფლო-სამეურნეო დარგების განვითარება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მეწარმე ქალბატონების მიერ წარმოდგენილ პროექტებსა და ინოვაციებს.
შეხვედრას ესწრებოდნენ: ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის “სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა” საგრანტო პროგრამის კოორდინატორი მალვინა კილაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის ,,ქალთა ოთახის“ კოორდინატორი ფატიმა ბოლქვაძე, აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული ,,ღია სივრცე-ქალთა ოთახის“ წარმომადგენლები და ადგილობრივი ბენეფიციარები.
აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატა თავის მხრივ მზად არის პროგრამის ფარგლებში ხელი შეუწყოს მეწარმე ქალთა ჩართულობას და კვალიფიციური საკონსულტაციო დახმარება გაუწიოს პოტენციურ ბენეფიციარებს.