აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელი პირები პალატასთან არსებული ,,ღია სივრცე – ქალთა ოთახის”, აგროსერვისცენტრის კოორდინატორსა და აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრის მიზანი იყო აჭარის რეგიონში არსებული ბიზნესის განვითარება და გენდერულ ჭრილში ქალთა ჩართულობა. აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხრიდან წარმოდგენილი იყო ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული 2021 წელს დაგეგმილი ,,სოფლად მეწარმეობის განვითარების საგრანტო პროგრამები“. ხაზგასმით აღინიშნა ახალგაზრდა ფერმერებისა და სტარტაპერების სტიმულირება.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ: აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე გიორგი რომანაძე, თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნინო დოლიძე, აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ირმა აფხაზავა, აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგრარული პროგრამების დაგეგმვისა და განხორციელების განყოფილების უფროსი კარლო კეკელიძე, ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის “სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა” საგრანტო პროგრამის კოორდინატორი მალვინა კილაძე, ქალბიზნესმენთა ასოციაციის თავმჯდომარე მაყვალა კვირიკაძე და პალატასთან არსებული ,,ღია სივრცე – ქალთა ოთახის” წარმომადგენლები.
შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა. დაისახა სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების მიზნები. ასევე დაიგეგმა მიმდინარე პერიოდში ჩაინიშნოს მსგავსი სამუშაო ფორმატის შეხვედრები აჭარის რეგიონში არსებული ,,ქალთა ოთახების” ჩართულობით.