დღეს, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტმა და აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარემ ნიკა ჩხარტიშვილმა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წლიური ანგარიშის პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა.
სამუშაო დღის წესრიგი შედგებოდა შემდეგი საკითხებისგან:
2020 წლის აქტივობების მიმოხილვა და 2021 წლის გეგმები
პროფესიული განათლება
ბიზნესთან კომუნიკაცია
საერთაშორისო ურთიერთობები და ახალი პროექტები
პალატის კომიტეტების საქმიანობის გაცნობა
მიმდინარე წლის საქმიანობის მოკლე მიმოხილვა წარმოადგინა საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ბატონმა გიორგი პერტაიამ, მან ასევე საუბრის ბოლოს უპასუხა დელეგატების შეკითხვებს.
ნიკა ჩხარტიშვილი მიესალმა მონაწილეებს და ხაზი გაუსვა პანდემიის დროს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის აქტივობების როლს. მადლობა გადაუხადა გიორგი პერტაიას საქმიანობისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის. ასევე მაღალი შეფასება მისცა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ გაწეულ საქმიანობას.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ:
. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის გენერალური დირექტორი მოადგილე მაგდა ბოლოთაშვილი,
. მომსახურებისა და რეგიონული განვითარების დეპარტამენტის დირექტორი გიორგი ვეკუა,
. საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების მართვის დეპარტამენტის დირექტორი ალექსანდრე პაპიაშვილი,
. იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელი გიორგი სვანაძე და სავაჭრო-სამრეწველო პალატის დელეგატები.