დღეს აჭარის ა.რ სავაჭრო-სამრეწველო პალატას ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თანმხლებ პირებთან ერთად სტუმრობდა.
✅ შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში მიმდინარე და განხორციელებულ ბიზნესპროექტებს, ასევე ჩეხეთის მხარდაჭერით დაგეგმილ და მიმდინარე ინვესტიციებს.
პალატის თავმჯდომარემ ნიკა ჩხარტიშვილმა საუბრისას ხაზი გაუსვა საქართველო-ჩეხეთს შორის სამომავლო ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობას.
🖊 შეხვედრას ესწრებოდნენ ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პეტრე მიკისკა, ელჩის მოადგილე ირჟი პრეცლიკი და ეკონომიკის ექსპერტი ირაკლი სვანაძე.
ბატონმა ელჩმა შთაბეჭდილებების წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი დატოვა.